მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პომპეოს ვიზიტი საქართველოში, საქნახშირმა მუშაობა შეაჩერა, კოვიდინფიცირებული თენგიზ ცერცვაძე-17 ნოემბრის მიმოხილვა

17 ნოემბრის მოვლენები

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 17 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს.

🔹 ქობულეთში 15 წლის მოზარდი საკუთარ სახლში, საწოლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

🔹საქნახშირმა საწარმოო პროცესი შეაჩერა. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. მიზეზი თანამშრომლებს შორის კორონავირუსის გავრცელება გახდა.

კომპანიაში 1170 ადამიანია დასაქმებული. აქედან დიდ ნაწილს PCR ტესტის პასუხების მიხედვით, ორონავირუსი 144 პირს დაუდასტურდა.

🔹ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

🔹 საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3117 ადამიანს დაუდასტურდა, 3638 გამოჯანმრთელდა და 45 ადამიანი დაიღუპა.

🔹 ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია - მას რამდენიმე ინფიიცრებულთან ჰქონდა კონტაქტი.

🔹ობამა აგვისტოს ომზე: პუტინს პროცესი ხელიდან გაექცა - რა წერია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მემოარებში.

🔹 „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრად დაბრუნებას არ აპირებს.

🔹ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა.

🔹 საქართველოში აშშ-ის საელჩო მაიკ პომპეოს ვიზიტს აფასებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე ყურადღებას გაამახვილებს.

🔹მაიკ პომპეომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ თბილისში ყოფნით აღფრთოვანებულია.