სხვადასხვა

რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ახალი ხედვის სამედიცინო მაღაზიაში

ხედვა ახალი
15:52 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიები სამკურნალო, სარეაბილიტაციო და საპროფილაქტიკო დანიშნულების პროდუქციას გთავაზობთ.

კომპანია 2012 წლიდან დღემდე დარგის ლიდერია და მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე. პროდუქციის შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ახალი ხედვის სამედიცინო მაღაზიაში?

ხანდაზმულები ან სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ, რაც მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს არ მოიცავს. აუცილებელია შესაბამისი საშუალებების გამოყენება, რაც პაციენტის მდგომარეობას ამსუბუქებს და ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. „ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზია(ები) ის ადგილია, სადაც ავადმყოფის მოვლის და სარეაბილიტაციო საშუალებები შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • იდაყვის და იღლიის ყავარჯნები - აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. რაც მთავარია, შეგიძლიათ სიმაღლეში დაარეგულიროთ.
  • ხელჯოხები - სტანდარტული, ერთფეხიანი ხელჯოხის გარდა არსებობს ორ და სამფეხიანი ხელჯოხები, რომლებიც განკუთვნილია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროებათ წონასწორობის დაცვაში. „ახალი ხედვა“ სპეციალურად უსინათლოებისთვის განკუთვნილ ხელჯოხებსაც გთავაზობთ.
  • ეტლები - განსხვავდება, როგორც ფუნქციებით, ისე ზომებითა და მასალით, მათი შერჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.
  • შშმ პირის ეტლი ქოთნით - შეგიძლიათ ქოთანი მოხსნათ ან დაამაგროთ, საჭიროებიდან გამომდინარე. დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან.
  • სხვადასხვა - ნაწოლების მატრასი, სუნთქვის სავარჯიშო, უნიტაზის ასამაღლებელი და ა.შ.

მოტეხილობის შემთხვევაში ხშირად ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

ოპერაციისთვის გამოიყენება ისეთი ტრავმატოლოგიური პროდუქტები, როგორებიცაა ფირფიტები და ჭანჭიკები. დახურული მოტეხილობის დროს შესაძლოა ქირურგიული კვეთა არ გაკეთდეს და ექიმმა ორთოპედიული პროდუქტები დაგინიშნოთ. რეაბილიტაციურ მედიცინაში სახსრების ფიქსაციისა და სწრაფი აღდგენისთვის ფიქსატორები გამოიყენება. „ახალი ხედვა“ გთავაზობთ:

  • მხრის ფიქსატორებს
  • იდაყვის ფიქსატორებს
  • კოჭის ფიქსატორებს
  • კისრის ფიქსატორებს
  • სხივ-მაჯის ფიქსატორებს
  • თითის ფიქსატორებს
  • ტერფის ფიქსატორებს
  • მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებს
  • მუხლის ფიქსატორებს

თუ ვარიკოზი გაწუხებთ, გახსოვდეთ - გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, აცილებელია გამოიყენოთ სპეციალური კომპრესიული წინდები. ის ისეა დამზადებული, რომ სისხლის ცირკულაცია თქვენს კიდურებში გაუმჯობესდეს. ცნობილი შვეიცარიული ბრენდის - სიგვარისის უმაღლესი ხარისხის ვარიკოზის მოვლის საშუალებები „ახალი ხედვის“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ.

რატომ ახალი ხედვა?

რატომ უნდა აირჩიოთ „ახალი ხედვა“? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ.
  • საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 15 სამედიცინო მაღაზია, როგორც თბილისში, ისე გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
  • სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ, ვებ-გვერდის დახმარებითაც შეგიძლიათ
  • „ახალი ხედვის“ მაღაზიებში მოგემსახურებიან კომპეტენტური კონსულტანტები, რომლებიც პროდუქციის სწორად შერჩევაში დაგეხმარებიან.


ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
„ვიწყებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მედია ამას გაიგებს ან ჯგუფიდან (ფეისბუქიდან) ა...
14:19
მათივე ცნობით, იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნ...
14:18
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან რაიმე ადეკ...
14:09
მისი თქმით, მდგომარეობა კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა კიდევ უფრო გაართულა. მანამდე ო...
14:07
რუსი ჟურნალისტები თურქულ
უპილოტო აპარატებს
უღებდნენ

თურქეთში რუსი ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც...

სტამბოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ რუსეთის ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უ...
300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 6 084...
„შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელი...
„პასუხი გვინდა დღის ბოლომდე“ - ზურაბ ჯაფ...
ზურაბ ჯაფარიძე შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ იხდის: „თუ ვინმეს პა...
11:20
თბილისი 2 053, იმერეთი 931 - ეპიდვითარებ...
ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲣᲠᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲡᲐᲮᲘᲗ: 🛑 თ...