სხვადასხვა

რატომ ვეღარ ახდენს გავლენას რუსული დეზინფორმაცია საქართველოს მოსახლეობაზე

ფაიკ ნიუსი
1633434055
დაკოპირებულია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში დასავლეთის საწინააღმდეგო განცხადებების რაოდენობა გაიზარდა. ასევე, ეტაპობრივად მატულობს გზავნილები, სადაც რუსეთი საქართველოში უალტერნატივო ძალად არის წარმოდგენილი.

აგრეთვე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, 2020 წელს კრემლი და მასთან დაკავშირებული აქტიორები თავდასხმით სტრატეგიასთან ერთად თავდაცვით კომუნიკაციაზე გადავიდნენ, რადგან როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა რუსული ტყუილების ამოცნობა უკვე ისწავლა.

„მედიის განვითარების ფონდი“ რუსულ დეზინფორმაციას წლებია იკვლევს. ანგარიშში წერია, რომ 2020 წელს, ევროკავშირთან მიმართებით ახალი ცრუ გზავნილი გაჩნდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა. დოკუმენტის თანახმად, ეტაპობრივად მკვიდრდებოდა აზრი, რომ თითქოს პანდემია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდა. პარალელურად, ვრცელდებოდა მითები უძლეველი რუსეთის მიერ პანდემიის გასაოცარ მართვაზე. არადა, ყველამ ვნახეთ რა ხდებოდა რუსეთის საავადმყოფოებში, როგორ ითხოვდნენ ექიმები შველას და რა გაუსაძლის პირობებში უწევდათ მათ მუშაობა.

„მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში ანტიდასავლური გზავნილების შემადგენელ ნაწილად იქცა. ოფიციალური მოსკოვი უალტერნატივო ძალად წარმოჩნდება, რომელსაც თითქოს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მომავალი საფრთხეებისგან საქართველოს დაცვა შეუძლია.

დოკუმენტის მიხედვით, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც რუსული პროპაგანდა 2020 წელს აქტიურად ავრცელებდა, ეხებოდა დასავლურ ღირებულებებსა და მართლმადიდებლობას შორის ვითომდა შეუსაბამობას. საქართველოში კრემლი, მასთან დაკავშირებული აქტიორების საშუალებით, წლებია დეზინფორმაციის კამპანიას ახორციელებს. მიზანი საქართველოს მოქალაქეების რუსეთის სიდიადესა და დასავლეთის გარყვნილებაში დარწმუნებაა.

მაგრამ როგორც რუსეთის დეზინფორმაციის შესახებ ეს უახლესი ანგარიში გვაჩვენებს, საქართველოს მოსახლეობას სულ უფრო ნაკლებად სჯერა კრემლის ტყუილების. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე კარგად იაზრებს, რომ რუსეთი დესტრუქციული სახელმწიფოა, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მაშინ როცა დასავლეთი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზეა ორიენტირებული.

ავტორი: ნათია გულბანი

სააკაშვილი უკრაინულ
გაზეთს პასუხობს

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ, თვითონ ამოვალაგე...

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ. თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები - პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ, მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

1634412996

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, 15 ოქტომბერს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, მუშა დაშავდა, რომელიც 16 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1634412630

გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

1634409865

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

1634405135
დედის რძეში კორონავირუის
შემდეგ ანტისხეულები 10
თვის განმავლობაში რჩება

დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები...

„კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ანტისხეულები დედის რძეში სულ მცირე ათი თვის განმავლობაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

1634404573
ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

„რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებულმა დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ უჩვენა მტერს და მოყვარეს, რომ არავინ არ აპირებს კაცისმკვლელთა, ადამიანების გამაუპატიურებელთა, მწამებელთა ბელადის ნიანგის ცრემლების ღვრის გულზეხელდაკრეფილი ყურებას!” - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას.

მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორ...

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.