მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიონის ხეობა იკარგება - სანდრო ბრეგაძე ნამახვენ ჰესის წინააღმდეგ

ქართველი პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე

„რიონის ხეობის გადასარჩენად აქცია უნდა გაიმართოს თბილისში,“ - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, რიონის ხეობა იკარგება.

„თუ დამიჯერებთ კარგს იზამთ - რიონის ხეობის გადასარჩენად აქცია უნდა გაიმართოს თბილისში. პროტესტი კი უნდა იყოს ეფექტური და რადიკალური, სხვა ყველაფერი ფუჭია და იკარგება რიონის ხეობა“, - ამბობს სანდრო გრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი მე-5 თვეა გრძელდება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან.

თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის მცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ, სადაც კარვები გაშალეს, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო.

12 აპრილს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა რიონის ხეობისკენ მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.

ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.