სხვადასხვა

„რიჟოვიჩის“, „მღვდელოვიჩის“ და „ჩაინიკას“ დაკავება, პერფორმანსი მოდულის შენობასთან და ანტივირუსული პრეპარატი - 16 სექტემბრის დღიური

დღიური
1631821651
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
„რიჟოვიჩი“, „მღვდელოვიჩი“, „ჩაინიკა“ - გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის 11 პირი დააკავეს (ვიდეო)

გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის 11 პირი დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან:

⭕1985 წელს დაბადებული შ.მ.

⭕1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“)

⭕1963 წელს დაბადებული კ. ნ.

⭕1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“)

⭕1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“)

⭕1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“)

⭕2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“)

⭕1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ.

⭕1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა.

ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ:

⭕1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“)

⭕1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“)

⭕1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“)

⭕1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“)

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირად ღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ.

ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთვნენ. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

გარდა ამისა, ბრალდებულებმა - „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -„რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღის პერსონა
ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა

ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის პოლიციისადმი მიმართვის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არის საინტერესო, რას იტყვის და ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი.

„სააკაშვილის - ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებებს თუ დააკვირდებით, ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ. არ არის საინტერესო, ეს არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და მორიგ ტყუილებს და პროპაგანდისტულ გზავნილებს ვის გაუგზავნის. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი. ის აქ ვერ ჩამოვა. თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ფრაზები

ირაკლი ღარიბაშვილი:

„სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა“.

კახა კალაძე:

„მეორიდან არა, სახურავიდან გადმოაგდეს“.

ანდრია ბასილაია:

„სუფთა ჰაერი ჩვენს პრიორიტეტად რჩება“.

მეუფე იაკობი ჩანაწერებზე:

„კეთილი ინებონ და დასაჯონ, გახარიას აუცილებლად ხელს დაადებენ და ამას ვნახავთ“

დღის კარგი ამბავი
ისრაელი აცხადებს, რომ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია შეაჩეროს COVID-19

ისრაელის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ წამალს, რომელიც ადრე აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი აღმოაჩნდა.

მათ მიერ შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა COVID-19 შეაჩეროს.

მათი თქმით, ინფიცირებული პაციენტები პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდნენ.

ფარმაცევტული კომპანიის თქმით, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და 13 სექტემბერს კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით Helsinki Committee-ის მიმართა.

კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება და მასში დაახლოებით, 150-მდე პაციენტი იქნება ჩართული. წინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის კლინიკური კვლევები იგეგმება ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.

Code Pharma–ს აღმასრულებელი დირექტორის, ზიონ აინის თქმით, შესაძლოა, ანტივირუსული პრეპარატის ავტორიზაციისთვის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

„პრეპარატმა კარგი ანტივირუსული ეფექტი აჩვენა, როგორც ლაბორატორიულ პირობებში, ასევე, ადამიანების პირველ კლინიკურ კვლევაში“, - განაცხადა პროფესორმა შლომო მააიანმა, ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორმა.

კვლევაში მონაწილეობა 18-დან 60 წლამდე ადამიანმა მიიღო.

„ჩვენ ვიხილეთ ვირუსის სრული აღმოფხვრა უჯრედების 90%-დან 100%-მდე 24 საათზე ნაკლებ დროში“, - აღნიშნა აინიმ.

იმის გამო, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელება გრძელდება მთელ მსოფლიოში, კომპანია მზად არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ფაიზერმა Covid 19–ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა დაიწყო“

👉 ისრაელში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტები 5 დღეში გამოჯანმრთელდნენ

დღის ცუდი ამბავი
თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თბილისში, 15 სექტემბერს ნიკოლაძის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელია 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ნიკო კვარაცხელია ქართული სოციალური ქსელის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ერთ-ერთი მთავარი მოწმის თქმით, ნიკა კვარაცხელია სანამ გონს იყო, ამბობდა, რომ არ იცოდა ვინ იყო მასზე თავდამსხმელი.

ამასთან, ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, კვარაცხელია წარმოშობით სამეგრელოდან იყო. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ კვარაცხელიას მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

„ოფისში ვმუშაობდი, როდესაც გასროლის ხმა გავიგე და სავარაუდოდ პისტოლეტის გასროლის ხმა იყო. დაახლოებით ერთ წუთში გავედი გარეთ და ვიყავი დაჭრილთან. დავინახე, რომ ძირს ეგდო და თავისი მანქანით წავიყვანეთ საავადმყოფოში. მანქანას უკანა მხრიდან ორი ცალი ნატყვიარი ეტყობოდა. თავად გონზე იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ითხოვა.

როცა ველაპარაკეთ, ვკითხეთ სახელი და გვარი. არ იცოდა ვინ იყვნენ თავდამსხმელები, აზრზე არ ვარო ამბობდა. ისეთ მდგომარეობაში იყო, ტყუილიც რომ ეთქვა, ძალიან საეჭვოა. დიდი ალბათობით, მანქანიდან გადმოვიდა და მაშინ ესროლეს, იმიტომ, რომ მანქანის კარიც ღია იყო“, - აცხადებს თვითმხილველი.

ამავე თემაზე:

🔴 თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

🔴 თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

დღის უცხოური ამბავი
SpaceX-მა კოსმოსურ მოგზაურობაში მსოფლიოში პირველად „სამოყვარულო ასტრონავტთა“ ეკიპაჟი გაუშვა

SpaceX-მა კოსმოსურ მოგზაურობაში მსოფლიოში პირველად „სამოყვარულო ასტრონავტთა“ ეკიპაჟი გაუშვა. ისინი სამი დღის განმავლობაში შემოუვლიან დედამიწას. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ეს არის წარმატებული გაშვება და აღინიშნა, როგორც ყველაზე ამბიციური ნაბიჯი კოსმოსურ ტურიზმში. ილონ მასკის კოსმოსური კომპანიისათვის ესაა პირველი ჩარტერული სამგზავრო რეისი და პირველად დაიძრა ხომალდი ეკიპაჟით ორბიტისკენ, რომელშიც არ იყო პროფესიონალი ასტრონავტებით დაკომპლექტებული.

„ეს გულწრფელად მაფორიაქებს, ახლაც მაკანკალებს ამაზე ლაპარაკის დროს“, - თქვა SpaceX– ის დირექტორმა ბენჯი რიდმა.

მილიარდერი ჯარედ ისააკი ხელმძღვანელობს Crew Dragon–ის კოსმოსურ ხომალდს. დანარჩენ სამ ადგილს იკავებს ჰეილი არკენო, რომელიც ბავშვობაში ძვლის კიბოს გადაურჩა და ახლა ბავშვთა კვლევით საავადმყოფოში მუშაობს;

შემდეგია კრის სემბროვსკი, საჰაერო ძალების ვეტერანი და სიან პროქტორი, გეომეცნიერი, რომელიც მარსის გრძელვადიან მისიების სიმულაციებში მონაწილეობდა.

მოყვარული ასტრონავტები სამ დღეს იმოგზაურებენ დედამიწის გარშემო უჩვეულოდ მაღალ სიმაღლეზე.

მიუხედავად იმისა, რომ კაფსულა ავტომატიზებულია, ფრენის მონაწილეებმა ექვსი თვის განმავლობაში გაიარეს ტრენინგი, რათა გამკლავებოდნენ ნებისმიერ საგანგებო სიტუაციას.

SpaceX– ის შემდეგი მოგზაურობა, მომავალი წლის დასაწყისში შედგება. მას უხელმძღვანელებს ნასას პენსიაზე გასული ასტრონავტი რომელთან ერთადაც კოსმოსურ სადგურზე ერთკვირიანი ვიზიტისთვის მოემზადებიან სამი მდიდარი ბიზნესმენი. უახლოეს თვეებში კოსმოსურ სადგურზე გაუშვებენ მსახიობს, კინორეჟისორს და იაპონელ მაგნატს.

დღის ვიდეო


დალეწილი მანქანა - „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პერფორმანსი მოდულის შენობასთან.

დღის ფოტო

გერგეტის სამება.
ყაზბეგი📸Maria Bilawicz

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.