მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია დაჭრილი მორაგბის მდგომარეობა

კავკასიის მედიცინის ცენტრი

„შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი, კავკასიის მედიცინის ცენტრში მოათავსეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მორაგბეს მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„პაციენტი შემოყვანისას სტაბილური იყო. მას სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. ის საოპერაციოში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მცირე ქირურგიული ჩარევა მიმდინარეობს - ჭრილობის რევიზია და უცხო სხეულის ამოღება ჭრილობიდან“, - აცხადებენ კლინიკაში.

ინფორმაციისთვის, მორაგბე დღეს დილით დაჭრეს. გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.