სხვადასხვა

რუსეთში ფრინველის გრიპის ქათმიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

ფრინველის გრიპი
1613985104
დაკოპირებულია

რუსეთში ვრცელდება ინფორმაცია, ფრინველის გრიპის შტამის - H5N8, ფრინველებიდან ადამიანებზე გადაცემის პირველი შემთხვევის შესახებ.

ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის სამხრეთით ფრინველის ქარხანაში შვიდი თანამშრომელი დაინფიცირდა. ინფორმაციას BBC - ავრცელებს.

„შვიდივე ადამიანი ... ახლა თავს კარგად გრძნობს”, - თქვა რუსეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ.

მისი თქმით, სწრაფად იქნა მიღებული ადეკვატური ზომები ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად.

ქალბატონ პოპოვას თქმით, ადამიანებს შორის გადაცემის ნიშნები არ აღენიშნებოდათ და დასძინა, რომ შემთხვევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაცხადდა.

”ამ მუტაციების აღმოჩენა, როდესაც ვირუსს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული ადამიანისგან ადამიანზე გადაცემის უნარი, ყველას, მთელ მსოფლიოს დრო გვაძლევს, მოვემზადოთ შესაძლო მუტაციებისათვის და დროული რეაგირება მოვახდინოთ.

ფრინველის გრიპის სხვა შტამები ზოგჯერ აინფიცირებს ადამიანს და იწვევს სიკვდილს - მაგრამ ეს არის H5N8 შტამის გადაცემის პირველი შემთხვევა“- განაცხადა ანა პოპოვამ.

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. 

1614581491

„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614581310

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე  გაგრძელდება.

1614580716

მაინმარში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

1614579874
ქვეყნები რომლებსაც
„პისიარ“ ტესტის
უარყოფითი პასუხით
საქართველოში შემოსვლა
შეეძლებათ

დღეიდან PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართვე...

„PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

1614579110
დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართ...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. 

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევრო...

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია. 

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.