მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრები და წყალდიდობა საბერძნეთში - 15 ოქტომბრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
„გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებს მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა.

​რა თქმა უნდა რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები ერთად სასწაულებს მოვახდენთ ზუსტად ვიცი.

ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის.

გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია საბაშვილის მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებსაც მიმართა და მათ არჩევნებზე ჩამოსვლისკენ მოუწოდა.

„მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზე და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

„ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია

„სააკაშვილი ციხეში საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს“ - უკრაინელი პოლიტიკოსი

საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს - უცხოური მედიები აქციაზე წერს

დღის პერსონა
„სკოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნების მთავარი წინაპირობა ვაქცინაციაა“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს თუ რა შემთხვევაში მოუწევთ სკოლებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

გაბუნიას თქმით, იმისათვის, რომ სკოლებში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობდეს, მნიშვნელოვანია ყველა თანამშრომლის თანაბრად ვაქცინაცია.

გაბუნია ამბობს, რომ სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი კარგად მიმდინარეობს.

„ჩვენთვის დღეს მთავარია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესის განხორციელება აკადემიურ გარემოში. ამიტომ მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ და შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილ მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ღონისძიებები სკოლებმა დაიცვან. მათ ამის გამოცდილება აქვთ და გამოვიყენოთ ლოკალური ღონისძიებები.

ჯერჯერობით ამის მართვა ხერხდება, მაგრამ მთავარი წინაპირობა იმისთვის რომ შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა ისევ და ისევ იქნება ვაქცინაციის უზრუნველყოფა ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც აკადემიურ გარემოში. სკოლებში ვაქცინაციის ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, პედაგოგების და სხვა პერსონალის აცრა თანაბრად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

დღის ფრაზები

მიხეილ სააკაშვილი:

„ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში“.

დავით გადელია:

„ფაშისტებს გვეძახიან ხოლმე, როგორ შეიძლება აცრილების და აუცრელთა სივრცეების გაყოფაო“.

თამარ გაბუნია:

„სკოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნების მთავარი წინაპირობა ვაქცინაციაა“.

„შეზღუდვებს გრძელვადიანი შედეგი არ აქვს“.

მიტროპოლიტი მელქისედეკი:

სასულიერო პირებმა, ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ვითამაშოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ერი“.

ზაზა წერეთელი:

„უკვე ინფიცირებულებსაც აქვთ საშუალება მიტინგზე ბოლო ხმამდე იკივლონ“.

დავით რეხვიაშვილი:

„ბავშვებში ინფიცირებამ იმატა“ .

გია გაბრიჭიძე:

„დაშოშმინდით, შეირგეთ ის მაყუთი რაც „ნაცებისგან“ გაქვთ აღებული და დაიძინეთ, ამ ქვეყანაში ვეღარასდროს იბლატავებთ “.

დღის კარგი ამბავი
საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 298 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 298 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 608 861 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.75%.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:👇

👉 „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილმა 60 წლიდან ზემოთ ასაკის პირებმა მესამე დოზა უნდა მიიღონ - WHO

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

👉 ვაქცინები 90%-ით ეფექტიანია კორონავირუსის მძიმე ფორმების წინააღმდეგ - კვლევა

დღის ცუდი ამბავი
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, 14 ოქტომბერს გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს პენიტენციური სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციისთვის, რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 14 ოქტომბერს ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ციხის სასადილოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პატიმარმა ჩაამსხვრია მინები, მაგრამ გისოსების გამო გამოსვლა ვერ შეძლო და გაიგუდა“ - სახალხო დამცველი

👉 რუსთავის ციხეში ხანძარია

დღის უცხოური ამბავი
წყალდიდობამ მოიცვა საბერძნეთი - ათენში ასობით სახლი დაიტბორა (ფოტოკოლაჟი)

ძლიერმა ქარიშხალმა და წყალდიდობამ მთელი საბერძნეთი მოიცვა. ათენში დაიტბორა ასობით სახლი, ასევე, კუნძულ ევიაზე, რომელიც ამ ზაფხულს გაჩენილმა ხანძარმა დააზარალა, ადგილობრივთა ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

მაშველები, ასევე, მზად იყვნენ ვერტმფრენების გამოყენებით რამდენიმე რეგიონში დატბორილი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანისათვის.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საშიში ამინდის ფენომენის წინაშე ვდგავართ, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ძალზე სერიოზულია“, - განაცხადა სტილიანიდესმა, ყოფილმა ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვაში.

ქარიშხალმა დააზარალა საბერძნეთის სხვა რაიონებიც, რამაც გამოიწვია გადაადგილების შეფერხება და გზების ჩაკეტვა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სახანძრო სამსახურმა დედაქალაქში მოსახლეობისაგან მიიღო 300 -ზე მეტი ზარი. დატბორილ გზებზე ათობით მანქანა იყო ჩაძირული, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა ადგილზევე დაეტოვებინათ მანქანები.

ძლიერმა ნალექმა, ასევე, შეაფერხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება, მაგრამ ათენის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები არ შეჩერებულა. მთავრობამ მოუწოდა ხალხს, „მოერიდონ არასაჭირო გადაადგილებებს და იმ ადგილებს, რომლებიც დატბორილი იყო ან შესაძლოა დაიტბოროს“.

სკოლები ათენში, ევიაზე, სალონიკში და ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონში 15 ოქტომბერს დაიხურა.

დღის ფოტო

ბუნების ფერები მეძახის“.
საქართველო📸Shermazana

დღის ვიდეო


„აი, ახლა ეს ვედრა რომ მოგხვდება თავში, მერე გაიგებ ვინ გამომაგზავნა“ - რესპონდენტი ჟურნალისტს.