მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის მიმართვა, მკვლელობა გურჯაანში და მიწისძვრა თურქეთში - 19 ოქტომბრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
„შეწყვიტეთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია“ - სააკაშვილის მიმართვა სამხედროებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სამხედროებს მიმართავს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ.

მიხეილ სააკაშვილი, სამხედროებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი.

მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვითხოვო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია წერილში.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის

🔴 „სააკაშვილი არ ჩაბარებულა, შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს“ - მიხეილ ყაველაშვილი

🔴„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

🔴„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო

დღის პერსონა
„გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

„ქვეყანაში მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით უკვე დაწყებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც მეხუთე ტალღას შედარებით შეამცირებს, ვაქცინაციაა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვების განათლება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს და დასძენს, სკოლა რომ უსაფრთხო იყოს, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი აცრილები უნდა იყვნენ.

„აცრა იცავს და მთავარი სლოგანი არის - „ვიცრებით ჩვენი ქვეყნისთვის, ვიცრებით საქართველოსთვის და ვიცრებით ერთმანეთისთვის“. აცრა იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალობისგან.

მეხუთე ტალღა დაწყებულია ქვეყანაში, საკმაოდ მაღალი ნიშნულით და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ერთ-ერთია მასობრივი ვაქცინაცია, ერთადერთი, რაც მეხუთე ტალღას შეაჩერებს არის ის, რომ მეტი ადამიანი აიცრას.

რაც შეეხება სკოლას, იქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ის რაც დავიწყეთ, სასწავლო პროცესი მთლიანად არ გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ვინც არ არის აცრილი, აიცრან. პედაგოგების დაახლოებით 65-66% აცრილია, საჭიროა 80% და მეტი. სამწუხაროდ, ძალიან მცირეა სკოლებში ბავშვების მშობლების აცრის მაჩვენებელი. მთავარი ქვეყნისთვის უნდა იყოს ის, რომ ბავშვების განათლება მიმდინარეობდეს ნორმალურ რეჟიმში. კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა და დიდი ზიანი მიაყენა განათლების პროცესს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ძალიან რთული ნოემბერი გველის.

„ძალიან რთული იქნება ნოემბერი თუ ჩვენ არ დავიცავით მთავარი რეკომენდაციები. აუცილებელია, ხალხს ვაჩვენოთ, რომ ყველგან უნდა ვიყოთ პირბადით. 47%-ია პირბადის ტარების მაჩვენებელი, 50%-ზე დაბლა ეს უკვე ძალიან საგანგაშოა. თუ პირბადის ტარებას 90-95%-მდე გავზრდით, ამით 250-300 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. აცრით 2000 ადამიანს გადავარჩენთ, თუ კიდევ იმდენ ადამიანს ავცრით, რაც უკვე აცრილი გვყავს. დისტანცია და დიდი თავშეყრების თავის არიდება - ეს არის მთავარი რეკომენდაციები, რომელიც უნდა გავითავისოთ, ეს არის ჩვენი სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. მძიმე იქნება ნოემბერი თუ არ დავიცავით რეკომენდაციები და არ ავიცერით“, - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

მან, ასევე, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე ისაუბრა და განმარტა თუ ვისთვის უნდა გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო.

„გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს. არის დიდი მსჯელობა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ არ შედის წინააღმდეგობაში არც ლეგალურად და არც მორალურად. სავალდებულო ვაქცინაცია უნდა დაწესდეს სამედიცინო პერსონალისთვის მიუხედავად იმისა, რომ ექიმების 79% აცრილია. ვაქცინაცია, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს მასწავლებლებისთვის და მომუშავე პერსონალისთვის. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ საკითხს ვაყენებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის და დიდი განხილვის შემდეგ ეს საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

დღის ფრაზები

მიხეილ ყაველაშცილი:

„სააკაშვილი არ ჩაბარებულა, შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს“.

ალექსანდრე რაქვიაშვილი:

„სიღარიბე არის ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა, რაც განაპირობებს სხვა პრობლემებს“.

ირაკლი ღარიბაშვილი:

ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას - ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია“

„ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი“.

მამუკა მდინარაძე:

„ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი“.

ირაკლი ქადაგიშვილი:

„მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ“.

ამირან გგამყრელიძე:

„გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“.

ბიძინა კულუმბეგოვი:

„კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“.

დღის კარგი ამბავი
საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 2 082 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 2 082 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 616 9 37 პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:👇

როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?

„უკვე ინფიცირებულებსაც აქვთ საშუალება მიტინგზე ბოლო ხმამდე იკივლონ“ - ზაზა წერეთელი

„ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს“ - ცერცვაძე

დღის ცუდი ამბავი
მკვლელობა გურჯაანში - მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა

გურჯაანში ბიძაშვილისა და მისი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე 1950 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, პოლიციელებმა დანაშაულის იარაღი, სანადირო თოფი, ამოიღეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს - გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ზ., ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის უცხოური ამბავი
თურქეთში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი საბერძნეთის კუნძულ კარპატოსიდან 139 კმ-ში მდებარეობდა. ამის შესახებ milliyet.com.tr იუწყება.

მიწისქვეშა ბიძგები თურქეთში, საბერძნეთში და ეგვიპტეშიც კი იგრძნობოდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რამდენიმე დღის წინ ძლიერი მიწისძვრა ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ კრეტაზე მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 6,0 შეადგინა.

დღის ფოტო


შემოდგომის პალიტრას ყველაზე მძაფრად პანტიშარას ხეობაში შეიგრძნობთ.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas📸Veronika Polyakova

დღის ვიდეო


პარლამენტში მამუკა ხაზარაძე და ალუდა ღუდუშაური ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.