სხვადასხვა

სააკაშვილის პასუხი ზელენსკის, შეზღუდვების შემსუბუქება, უკანონო დაკავებები ერგნეთთან - 5 ოქტომბრის დღიური

PIA.GE-ს დღიური
1633462112
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

სააკაშვილი პრეზიდენტ ზელენსკის პასუხობს - წერილი ციხიდან

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას წერილით პასუხობს.

სააკაშვილი ზელენსკის მისი განცხადებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ძალიან აფასებს უკრაინის გვერდში დგომას.

„ძვირფასო ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, ღრმად შეწუხებული ვარ თქვენი სიტყვებით და ნამდვილად მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის პასუხით ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, ფალსიფიცირებული ბრალდებებით, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა.

მე მიყვარს ჩემი საქართველო სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი და სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რასაც ძალიან ვაფასებ.

ლიზა იასკო საქართველოშია - სააკაშვილის მეუღლე რუსთავის ციხეში მივიდა

მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები - ვიდეო

⏩ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

დღის პერსონა

სამწუხარო მოვლენა იქნებოდა, რომ ყველა ოლქში მმართველ პარტიას გაემარჯვა - კახა კახიშვილი

„დემოკრატიულ ქვეყნებში მეორე ტურები დასაძრახი კი არ არის მისასალმებელია“, - ამის შესახებ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დემოკრატიულ ქვეყნებში, მეორე ტურები დასაძრახი კი არ არის, მისასალმებელია. სამწუხარო მოვლენა იქნებოდა დღეს, საქართველოში ყველა ოლქში მმართველ პარტიას 80%-ით გაემარჯვა. ეს იქნებოდა ნამდვილად სირცხვილი და არ იქნებოდა დემოკრატია“, - აღნიშნავს კახიშვილი.

კახა კახიშვილმა სხდომაზე, ყურადღება 2012 წლის ციხესა და ამჟამინდელ ციხეში ამოქმედებულ სისტემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მას არავის ციხეში ჯდომა არ უხარია.

„საერთოდ არ მიხარია არავის ციხეში ჯდომა, მაგრამ მინდა, სხვაობა ნახოთ. როცა ბატონი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს: სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ სად ისხდნენ? რა პირობებში? ჰქონდათ თუ არა მათ მხარდამჭერებს მათთან შესვლის საშუალება და მათი ოჯახი იმაზე კი არ ფიქრობდა, რა სასამართლო განიხილავს და რამდენ ბრალს დაუტოვებენ და რამდენს - არა, იმაზე ფიქრობდნენ, ცოცხლები გამოვლენ იქიდან თუ არ გამოვლენ, შეგნებულად ჩასვამენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან თუ არა.

დღის ფრაზები

ალეკო ელისაშვილი:

ხომ ხართ ხელისუფლებაში, ხომ მოიგეთ არჩევნები? - სიდუხჭირიდან არის ქვეყანა ამოსაყვანი

არჩილ თალაკვაძე:

დემოკრატია, სადაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, არ არსებობს

მამუკა მდინარაძე:

დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობდეს ცუდი პრაქტიკაა და ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ

ანზორ მელია:

ბიძინა ივანიშვილს ვაქებდი, ვადიდებდი, მეგონა, ღმერთის გამოგზავნილი კაცი იყო

ლიზა იასკო:

უკრაინაში გვშურს, რომ საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავდა

ნიკა მელია:

შეუძლებელია, გამარჯვების შედეგ, ვიყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი.

იაგო ხვიჩია:

„სააკაშვილი თქვენ ჩამოიყვანეთ, აუფრიალეთ თვალწინ მოსახლეობას და ამით წაიღეთ არჩევნები“

ირაკლი კობახიძე:

რეფერენდუმი მოვიგეთ, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

დღის ცუდი ამბავი

ცხინვალი: საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საზღვარი დაარღვია, 12-მეტრიანი კლდიდან გადავარდა

„საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ცხინვალის მახლობლად საზღვარი დაარღვია, 12-მეტრიანი კლდიდან გადავარდა და დაშავდა“, - ამის შესახებ ე.წ. უშიშროების კომიტეტი ფეისბუკის გვერდზე წერს.

„საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, დიდი ლიახვის ხეობით რესპუბლიკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მიერ აღმოჩენის შემდეგ, ამ პირებმა გაქცევა სცადეს.

საზღვრის ერთმა დამრღვევმა საქართველოს ტერიტორიაზე გაქცევა მოახერხა, ორი მესაზღვრეებმა დააკავეს, ხოლო მეოთხე პირი 10-12 მეტრიანი კლდიდან გადავარდა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო და მოგვიანებით ისიც დააკავეს. საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

დღის კარგი ამბავი

კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ექნებათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტებს ერთი საათით გაუხანგრძლივდებათ მუშაობის დრო.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ“,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

დღის უცხოური ამბავი

აზერბაიჯანში ირანის სულიერი ლიდერის ოფისი დაიხურა

აზერბაიჯანში ირანის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის ოფისი დაიხურა. ამის შესახებ eadaily.com იუწყება.

ოჯაგ ნეჯათის ოფისი „ჰუსეინიას“ მეჩეთში იყო განთავსებული, სადაც შიიტები იკრიბებოდნენ. ოფისის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც შენობა სამართალდამცველებმა დაათვალიერეს.

„ბოლო დღეებში ბაქოს ზოგიერთ ადგილას COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. ერთ-ერთი ასეთი ადგილია მეჩეთი ჰუსეინია. ამიტომ ამ ობიექტების, მათ შორის მეჩეთის საქმიანობა შეჩერებულია. ეპიდემიოლოგიური სამსახური ამჟამად შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს“ - განაცხადა აზერბაიჯანის შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ეხსან ზახიდოვმა.

დღის ფოტო

მგლის და ჯიხვის ეპიკური დაპირისპირება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 📸 Nika Kerdikoshvili

დღის ვიდეო

მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები

სააკაშვილი უკრაინულ
გაზეთს პასუხობს

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ, თვითონ ამოვალაგე...

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ. თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები - პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ, მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

1634412996

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, 15 ოქტომბერს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, მუშა დაშავდა, რომელიც 16 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1634412630

გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

1634409865

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

1634405135
დედის რძეში კორონავირუის
შემდეგ ანტისხეულები 10
თვის განმავლობაში რჩება

დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები...

„კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ანტისხეულები დედის რძეში სულ მცირე ათი თვის განმავლობაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

1634404573
ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

„რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებულმა დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ უჩვენა მტერს და მოყვარეს, რომ არავინ არ აპირებს კაცისმკვლელთა, ადამიანების გამაუპატიურებელთა, მწამებელთა ბელადის ნიანგის ცრემლების ღვრის გულზეხელდაკრეფილი ყურებას!” - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას.

მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორ...

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.