სხვადასხვა

საქართველოს ბანკისა და MasterCard-ის cashback-ის განახლებული პირობა ბიზნესს

საქ. ბანკი
1626687678
დაკოპირებულია

19 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად მათ საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკი MasterCard-თან ერთად ბიზნესებს ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ის გაუმჯობესებულ პირობას სთავაზობს.

რაც გულისხმობს იმას, რომ ივლისსა და აგვისტოს თვეში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 20%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე დაიბრუნებს. განახლებული პირობით ბიზნესს თვეში 400 ლარის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

შეთავაზება უკვე ძალაშია და ის 31 აგვისტოს დასრულდება. ამ დროის განმავლობაში ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, cashback-ის სახით დაბრუნებული თანხა ისევ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს.

ციფრულ ბიზნესბარათის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნესინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.

აღნიშნული ბარათით მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნესბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია უკეთესი კურსით.

აღსანიშნავია რომ, ბანკის გადაწყვეტილებით, 31 აგვისტოს ჩათვლით ციფრული ბარათის აღება სრულიად უფასოა. ისევე, როგორც მისი მოხმარება ბარათის ვადის გასვლამდე. ციფრული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ბიზნესინტერნეტბანკში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3yOiMQx

„ფაქტობრივად დიდი სივრცე
დამხვდა, რომელსაც არც
კედელი ჰქონდა და არც
არაფერი“

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელ...

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1634390346

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

1634389968

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

1634387462

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს.

1634386499
სახელმწიფოს მხარდაჭერით
შექმნილი საწარმო „NUTSGE”
თხილის ექსპორტს
რამდენიმე ქვეყანაში
ახორციელებს

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUT...

კომპანიამ „NUTSGE“ თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1634380049
ქვეყანას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ე...

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისა...

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს არაფერი მ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.