მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საპატრიარქო: facebook გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა

საპატრიარქოს შენობა

საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ facebook გვერდზე ყალბი ექაუნთები შეტევას ახორციელებენ.

„ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს facebook გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა.

დანანებით აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით - ე.წ. „ბოტებითა“ და „ტროლებით“, ანუ არარსებული Facebook პროფილებით მანიპულირება.

ვფიქრობთ, ინფორმაციულ სამყაროში ეს მოძველებული ხერხია, თუმცა საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის - ეკლესიის მიმართ მსგავსი ანტიპიარი სულ მცირე უხერხული უნდა იყოს.

ყალბი პროფილებით ემოციის გამოხატვა (მოწონება, სიცილი და სხვ.), ასევე არარსებული პიროვნებების სახელით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა.

საკითხის მეტი სიზუსტისათვის დავძენთ, რომ მარტო აღნიშნულ შემთხვევაში დაახლოებით 500 (!) ყალბი, ინდური წარმომავლობის ,,პროფილი" გამოიკვეთა.

მიგვაჩნია, რომ გაუყალბებელი, ობიექტური და სინამდვილის ამსახველი ინფორმაცია უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს სახელმწიფოს, საზოგადოებას, მედიასა და ეკლესიას, ვიდრე გაყალბებული რეიტინგი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.