სხვადასხვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის სეიმის სპიკერს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი
ლატვიის სეიმის სპიკერს
შეხვდა
1617783688
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში უწყების წარმომადგენლებმა ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში გამართეს შეხვედრა. თავდაცვის დელეგაციის წევრებს ლატვიის სეიმის სპიკერმა ინარა მურნიეცემ უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო -ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ალიანსთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმს იყენებს. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ქართულმა მხარემ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) ლატვიის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ კუთხით ნატოს მნიშვნელოვანი როლი. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებას, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ქართველი სამხედროების მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიელ კოლეგას. დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელთან.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

1620803086

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

1620802816

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802242

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802117
პალესტინის კონფლიქტი

ღაზას სექტორში 35 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

12 მაისს სამგორში ელექტრომომარაგება დროე...

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 12 მაისს სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ბრუნდება, ჭიათურ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„ჰამასის“ გაშვებული რაკეტა ხოლონში სამგზ...

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის ცენტრალური ნაწილის დაბომბვისას ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.