სხვადასხვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „პოლიტიკა სამსჯავროზე“ სასკოლო ფინალური პროცესი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში პროექტის -
„პოლიტიკა სამსჯავროზე“
სასკოლო ფინალური პროცესი
გაიმართა
1602751196
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული პროექტის - „პოლიტიკა სამსჯავროზე“ სასკოლო ფორმატის მე-2 სეზონის ფინალური იმიტირებული პროცესი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა. მე-2 სეზონის ფინალური სამსჯავროს სასწავლო-სამეცნიერო კვლევის თემატიკა ეხებოდა ედუარდ შევარდნაძის მიერ გატარებული პოლიტიკის შესაბამისობას ეროვნულ ინტერესებთან.

კენჭისყრის შედეგად, იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩაერთო 7-7 მონაწილისგან შემდგარი უფროსკლასელთა ორი გუნდი: ბრალდების მხარე - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის გუნდი „რონდო“, დაცვის მხარე - გიმნაზია „შავნაბადას“ გუნდი „თოტი“.

იმიტირებული სამსჯავრო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა გახსნა. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, პროექტი ახალგაზრდების დაინტერესების, სასწავლო-სამეცნიერო პროცესში ხალისით ჩაბმისა და მათი ცოდნის შეფასების ახლებური და ეფექტური ფორმაა.

„პროექტის ავტორი ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ბატონი ჰენრი კუპრაშვილია. „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ხორციელდება, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე სასკოლო ფორმატში და მასში ჩართულნი არიან ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელები. ახალგაზრდები იკვლევენ, თუ რამდენად შეესაბამებოდა სხვადასხვა საუკუნის ცნობილი პოლიტიკური პერსონების მიერ გატარებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. იმიტირებული პროცესების მზადებისას სახალისოდ და ძალდაუტანებლად ხდება პოლიტმეცნიერების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინების შესწავლა, ხდება მათი ჰარმონიული ურთიერთკვეთა და ერთგვარი შერწყმა. სწორედ ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის მიზანი - დააინტერესოს ახალგაზრდა თაობა და შედეგად, ხელი შეუწყოს მრავალმხრივ განვითარებული, კონკურენტუნარიანი, მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას“, - განაცხადა ლევან კლიმიაშვილმა.

პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ სასკოლო ფორმატის ფინალური იმიტირებული პროცესის მე-2 სეზონის გამარჯვებულად გიმნაზია „შავნაბადას“ გუნდი „თოტი“ დასახელდა.

ბრალდებისა და დაცვის მხარეთა კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლისა და დებატებში მონაწილეობის უნარებს, პოლიტიკისმცოდნეობის საკითხებში განსწავლას, ისტორიულ წყაროებთან და საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის შეძენილ გამოცდილებას აფასებდა საგამოცდო კოლეგია (ნაფიცი მსაჯულები), რომლის შემადგენლობაში იყვნენ: სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია (პროექტის თანახელმძღვანელი), რექტორის მრჩეველი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი.

მე-2 სეზონის ფინალურ იმიტირებულ პროცესამდე გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს სამსაჯავროებში, რომელზეც განხილულ იქნა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეროვნულ ინტერესებს პოლიტიკა, რომელსაც ატარებდნენ ქართველი პოლიტიკური ფიგურები: ვახტანგ VI, ერეკლე II, ლავრენტი ბერია, გიორგი სააკაძე, ალექსანდრე ბატონიშვილი და გიორგი III. დაძაბულ ბრძოლაში პროცესს გამოეთიშნენ: თბილისის 127-ე, 166-ე, 178-ე, ხაშურის მე-8 და ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლების, კერძო სკოლა „ახალი ლიცეუმის“ უფროსკლასელთა გუნდები.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებათა პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ (ავტორი პროფ. ჰენრი კუპრაშვილი), ასევე, მისი მიზნები და ამოცანები სრულიად აპოლიტიკურია, გამორიცხავს მიმდინარე პოლიტიკურ-პარტიულ პროცესებთან შეხებას და მოიცავს მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებათა პროცესს.

საქართველო-ბულგარეთი

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში გამგზ...

„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას“, - ამის შესახებ ბულგარეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შეათანხმა - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა Metaratings-ი ავრცელებს. როგორც აღნიშნული ვებგვერდი წერს, მხარეები კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ხვიჩა „რუბინს“ დატოვებს.

1627149094

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საპროტესტო პლაკატები გააკრეს. ამის შესახებ მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

1627146200

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1627143410

„მე თვითონ ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მქონდა გადატანილი და მქონდა ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი. 10 თვის განმავლობაში არც დაკლებულა, მაგრამ მაინც ავიცერი, რადგან დელტა შტამის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი არ არის ძალიან ეფექტური და ვაქცინაციასთან ერთად უფრო ეფექტურია დაცვა“, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე კარდიოლოგმა ნანა გეგეჭკორმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

1627142464
საზღვაო სეტორში
დასაქმებულთა ვაქცინაცია

ნათია თურნავა: საზღვაო სექტორში დასაქმებულთა...

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1627138830
იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კ...

„მოდით ასე შევთანხმდეთ. მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძალიან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ“, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას თბილისის მერად მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ.

1627129896
„მოქალაქეებს, რომლებიც აცრაზე ვერ დარეგი...

„თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა ტელეფონით ან ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, 37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციების პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვ...

„როდესაც რაღაცას ვერ ამტკიცებ, გამყალბებელი არ უნდა ეძახო ადამიანებს. ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცა იმ დონეზე, რომ მას არჩევნების შედეგები შეეცვალა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.