სხვადასხვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი განცხადებას
ავრცელებს
1605604469
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას ტელეკომპანიების - „მთავარი“ და „TV  პირველი“ - ეთერში სხვადასხვა დროს გასულ სიუჟეტებზე რეაგირების მიზნით, კანონის შესაბამისად იმოქმედოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ ტელეკომპანიების - „მთავარი“ და „TV პირველი“ - საინფორმაციო გადაცემებში ხელოვნურად პროვოცირებული, ფორსირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.

ტელეკოპმპანიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ჟურნალისტები გამოდიან მხარეებად და არ ემიჯნებიან რესპოდენტების ინტერპრეტაციას, რასაც უნივერსიტეტი განიხილავს, როგორც ცილისწამებას, რაც უნივერსიტეტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

უნივერსიტეტისთვის სრულიად მიუღებელია აღნიშნულ ტელეკომპანიებში გაშუქებული, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ფაქტების უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოჩენა და საზოგადოების დარწმუნება იმ „რეალობაში“, რომლის ხელოვნურად შექმნის მიზანიც არის დასახული. მეტიც, ჟურნალისტები ცდილობენ უნივერსიტეტი პოლიტიკაში ჩაითრიონ და ავითარებენ უსაფუძვლო მოსაზრებას, თითქოს უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას გააჩნია ბერკეტი იძულებით ჩართოს სტუდენტები სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მისიაა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ქვეყნისთვის კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადება. ამასთან, უნივერსიტეტის ფუნქციაა აღზარდოს საზოგადოებრივად აქტიური, პასუხისმგებლობის გრძნობით აღვსილი მოქალაქე, რომლისთვისაც უმნიშვნელო არ არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები. როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, სწორედ ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებული აქტიურობით ეძლევა ბიძგი ქვეყნის განვითარებას.

იქონიოს პოლიტიკური შეხედულება - თითოული ადამიანის უფლებაა და უნივერსიტეტი პატივს სცემს თავისი თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ ამ უფლების რეალიზაციას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემიჯნება პოლიტიკურად ანგაჟირებულ, მართულ პროცესებში ჩართვას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, უფლებას იტოვებს სამართლებრივი რეაგირებისათვის კანონის შესაბამისად იმოქმედოს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

6 მაისი

საკურას ბრილიანტის ბეჭდი, რაფაელის გალერ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 მაისის გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა.

1620322966

ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამა „მარტოხელა არამობილური ხანდაზმულებისთვის შინ მოვლის სერვისების უზრუნველყოფა“ დახმარების ეროვნული ფონდთან (#NAF) ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

1620318735

ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

1620318091

„დღეს ავიცერი - რადგან მჯერა, რომ: ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური და დადასტურებული გზა პანდემიას ამარცხებს ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებასთან, ადამიანებთან - თქვენთან და ჩემთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს პირადად გეშინია თუ არა კოვიდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1620315278
გაერთიანებული ოპოზიცია
„ძალა ერთობაშიას“ წევრი

„ნიკა მელია საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიან...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1620307483
საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ პი...

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

არა ჰესებიდან ძირს მთავრობამდე - „ალტ ინ...

რას წერენ და აქვეყნებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და მათი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში დედაქალაქში დაგეგმილ აქციამდე დღეებით ადრე, რატომ აიგივებენ „ალტ-ინფოსა“ და „რიონის ხეობის მოძრაობის“ აქციებს ერთმანეთთან და რატომ ამბობენ, რომ თუ 16 მაისის აქციის დისკრედიტირება მოხდა, ხალხი არ მივიდა და პოლიტიკური პროტესტი არ შედგა, მაშინ 23 მაისი არანაირ შედეგს არ მოიტანს.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა.