სხვადასხვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მეცნიერები
მეცნიერებათა აკადემიამ
საპატიო სიგელებით
დააჯილდოვა
1605601519
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი მეცნიერი საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპატიო სიგელი გადაეცათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს: აკადემიკოს რამაზ ქაცარავას – მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; პროფესორ ალექსანდრე შარმაზანაშვილს – მექანიკისა და ინფორმატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; პროფესორ მერაბ ახობაძეს – მართვის სისტემების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; აკადემიურ დოქტორ ბარბარა კილოსანიძეს – ინფორმატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; პროფესორ დავით ნატროშვილს – მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, მსოფლიო მასშტაბით, საზოგადოების დაინტერესება და ინოვაციური ტენდენციების სიუხვე განსაკუთრებით ტექნიკურ დარგებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე აისახება.

„21-ე საუკუნემ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა - სწრაფად ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ახალი ტენდენციების მოძალება განსაკუთრებით საგრძნობია ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამავდროულად, მსოფლიო საზოგადოებაში სწრაფად იზრდება მოთხოვნა და ასევე ელვისებურად ვითარდება მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც ყველა ქვეყნის და შესაბამისად საქართველოს მომავალზე ახდენს დიდ გავლენას - ის თითოეული ჩვენგანის ყოფიერებაში იჭრება.

ახალი ტექნოლოგიების განვითარების მხრივ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით. არაერთი ჩვენი მეცნიერი უანალოგო გამოგონების, აღმოჩენისა და კვლევის ავტორია. ჩვენი კოლეგები, სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ევროპისა და ამერიკის წამყვან კვლევითი ცენტრებსა და უნივერსიტეტებში ხორციელდება.

მადლობას ვუხდით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დაფასებისათვის. ჩვენი მხრიდან კი, გვამოძრავებს უდიდესი სურვილი, გავაგრძელოთ სამეცნიერო კვლევები და უახლესი იდეები ტექნოლოგიებში ავსახოთ, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის მისიას გააგრძელებს, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისთვის, მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623741518

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შესულიყო და შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623741424

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1623741294

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყ...

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის გა...

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე...

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.