სხვადასხვა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების წვლილი ჩემს წარმატებაში უზარმაზარია” - სტუ-ის მაგისტრანტი

„საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის
პროფესორების წვლილი ჩემს
წარმატებაში უზარმაზარია”
1605690991
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა დაჩი ოქროპირიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევით ცენტრში, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში სტაჟირების პროგრამა წარმატებით გაიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის მაგისტრანტმა 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის პარლელურად, თვენახევრის განმავლობაში, გერმანიაში, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში Cooler Synchrotron (COSY) ამაჩქარებელზე მიმდინარე ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორების წვლილი ჩემს წარმატებაში უზარმაზარია, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა სხვა რეალობაში მსგავსი გზის ასე მოკლე დროში გავლა“, - აღნიშნავს დაჩი ოქროპირიძე.

აღსანიშნავია, რომ დაჩი ოქროპირიძემ სტუ-ის ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის
ფა­კულ­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფი­ზი­კის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სასწავლო პროგრამა 2020 წელს დაასრულა და სწავლა მაგისტრატურაში სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით განაგრძო.

მანამდე, 2019–2020 სას­წავ­ლო წელს, ის „ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ხი­დის“ ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ორი პრო­ექ­ტის, მათ შორის იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ერთთვი­ა­ნი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე იყო. თუმცა იულიხის კვლევითი ცენტრის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობით მან აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილება მიიღო. როგორც ამბობს, მან თვენახევრიანი სტაჟირების პროგრამით პრაქტიკული სამუშაოები გაიარა, რაც მაგისტრანტისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

„იულიხის კვლევით ცენტრში ჩემი ვიზიტი პირველი არ იყო. ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით იულიხის კვლევითი ცენტრის სამედიცინო ფიზიკის ინსტიტუტში აღმოვჩნდი. იმის შემდგომ, რაც გამოვხატე ნაწილაკების ფიზიკისა და ამაჩქარებლების მიმართ ინტერესი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მიმიწვიეს.

ამავე წელს ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე და სწავლის დაწყების პარალელურად, კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი გერმანიაში. წინა ვიზიტისგან განსხვავებით, როდესაც პრაქტიკული სამუშაოები, ძირითადად, COSY ამაჩქარებელზე ქართული ჯგუფის მიერ შექმნილი JEPO (Julich Electric Dipole Moment Polarimeter) დეტექტორის გაუმჯობესებას გულისხმობდა.

ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა უშუალოდ ეხებოდა ამაჩქარებლის ოპერირებას ექსპერიმენტის ფარგლებში. ეს აბსოლუტურად სხვა რანგის გამოცდილებაა. მასშტაბები რომ წარმოგიდგინოთ, COSY ამაჩქარებელი მრავალმილიონიანი პროექტია, ხოლო თითოეული ექსპერიმენტი, რომელიც ამ ამაჩქარებელზე ხორციელდება, დამატებით რამდენიმე მილიონი ევროს ბიუჯეტს გულისხმობს. ამაჩქარებლის ობიექტი და მისი დამხმარე შენობა-ნაგებობები თუ დანადგარები, როგორიც არის მაგალითად ციკლოტრონი, რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრს იკავებს. ობიექტების სრულფასოვან ოპერირებას კი ათეულობით (თუ არა ასეულობით) ინჟინერი თუ მეცნიერი ემსახურება“, - აღნიშნავს დაჩი ოქროპირიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი გერმანიაში მიღებულ გამოცდილებაზე დეტალურად საუბრობს. როგორც დაჩი ოქროპირიძე აღნიშნავს, მსგავს პროგრამაში მონაწილეობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„დანადგარის მუშა მდგომარეობაში დატოვებისას, ყოველი წუთი უზარმაზარ ფინანსური თუ ენერგეტიკული რესურსის გახარჯვას გულისხმობს, ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით, 1- 2 თვე გრძელდება, დგინდება გრაფიკები და იწერება დანადგარის 24-საათიანი ოპერირების გეგმა. ინსტიტუტის მუდმივი და მიწვეული პერსონალი კი ინაწილებს „ცვლის განრიგს“.

პანდემიის პირობებში დღის მანძილზე დაიგეგმა სამი ცვლა. თითოეულ ცვლაში ერთი ან ორი ადამიანი მუდმივ რეჟიმში ახდენდა პარამეტრების ცვლილებას, მონაცემების შეგროვებასა და პასუხისმგებელი იყო დანადგარის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებზე. მსგავსი ტიპის გამოცდილება, პირველ რიგში, გულისხმობს უზარმაზარ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, პრაქტიკაში გავეცანი ამაჩქარებლის შემადგენელი კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, პარამეტრების მოდიფიკაციას, მონაცემების შეგროვებას და ექსპერიმენტული ფიზიკისათვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს“, -აცხადებს სტუ-ის მაგისტრანტი.

როგორც დაჩი ოქროპირიძე განმარტავს, მის წარმატებაში სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლების როლი და ხელშეწყობა უზარმაზარია. მისივე განმარტებით, რომ არა უნივერსიტეტის მეცნიერთა წვლილი, მისთვის უმოკლეს ვადაში ასეთი პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების წვლილი ჩემს წარმატებაში უზარმაზარია. პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა სხვა რეალობაში მსგავსი გზის ასე მოკლე დროში გავლა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო პროფესორ ქეთევან კოტეტიშვილის ღვაწლი ზოგადად სტუდენტებისა და ჩემს წარმატებაში. მისი კონტაქტებისა და ინიციატივების წყალობით, ყოველწლიურად რამდენიმე სტუდენტს ეძლევა შანსი საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს და ფართო პერსპექტივაში შეხედოს მეცნიერებას. აღსანიშნავია იულიხის კვლევით ცენტრში მოღვაწე ქართველი მეცნიერების - ანდრო კაჭარავას და ირაკლი ქეშელაშვილის დიდი წვლილი მომავალი ქართველი ფიზიკოსების წარმატებაში“, - აღნიშნავს დაჩი ოქროპირიძე.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს ყოველწლიურად ეძლევათ შესაძლებლობა, სამეცნიერო სტაჟირება გერმანიაში, იულიხის კვლევით ცენტრში გაიარონ.

6 მაისი

საკურას ბრილიანტის ბეჭდი, რაფაელის გალერ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 მაისის გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამა „მარტოხელა არამობილური ხანდაზმულებისთვის შინ მოვლის სერვისების უზრუნველყოფა“ დახმარების ეროვნული ფონდთან (#NAF) ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

1620318735

ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

1620318091

„დღეს ავიცერი - რადგან მჯერა, რომ: ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური და დადასტურებული გზა პანდემიას ამარცხებს ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებასთან, ადამიანებთან - თქვენთან და ჩემთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს პირადად გეშინია თუ არა კოვიდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1620315278

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1620314408
აჭარაბეთის ყვავის
ჯეკპოტი

აჭარაბეთზე EGT ყვავის ჯეკპოტი კიდევ უფრო გაიზ...

აჭარაბეთზე EGT ყვავის ჯეკპოტი კიდევ უფრო გაიზარდა და 9.000.000 მილიონ ლარს გადააჭარბა.

არა ჰესებიდან ძირს მთავრობამდე - „ალტ ინ...

რას წერენ და აქვეყნებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და მათი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში დედაქალაქში დაგეგმილ აქციამდე დღეებით ადრე, რატომ აიგივებენ „ალტ-ინფოსა“ და „რიონის ხეობის მოძრაობის“ აქციებს ერთმანეთთან და რატომ ამბობენ, რომ თუ 16 მაისის აქციის დისკრედიტირება მოხდა, ხალხი არ მივიდა და პოლიტიკური პროტესტი არ შედგა, მაშინ 23 მაისი არანაირ შედეგს არ მოიტანს.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4430 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.31 თეთრი შეადგინა.