მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ტაქსი გაძვირდა - როგორი ფასებია სხვა ქვეყნებში?

ტაქსის ნიშანი

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, პროდუქტისა და მომსახურების ფასები საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, საქართველოში, დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის გამო, ტაქსით მგზავრობის საფასური, ფაქტობრივად, გაორმაგებულია.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-მ გაარკვია, სად ღირს ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი, მსოფლიოს მასშტაბით.

3 ქვეყანა, სადაც ტაქსით მგზავრობა ყველაზე ძვირი ღირს:

საწყისი ტარიფის მიხედვით, ტაქსით მგზავრობა ყველაზე ძვირი ნორვეგიაში $11,27 (37,48 ლარი) ღირს, ხოლო თითოეულ კილომეტრზე ამ თანხას $1,69 (5,62 ლარი) ემატება.

საწყისი ღირებულება აგრეთვე მაღალია დანიაში - $8.03 (26.7 ლარი), ხოლო 1კმ-ზე ღირებულება $2,41-ით (8,01 ლარი) იზრდება.

საწყისი ფასი დიდია შვეიცარიაშიც $7,5 (24,94 ლარი), რასაც თითოეულ კილომეტრზე $4.3 (14.3 ლარი) ემატება.

ქვეყნები სადაც ტაქსი ყველაზე იაფია:

პაკისტანში ტაქსის მომსახურების საწყისი ფასია $0.19 ( 0.63 ლარი), ხოლო თითოეული კილომეტრის გავლა $0.75-ია ( 2.49 ლარი) ღირს.

შრი-ლანკაში ტაქსით გადაადგილების საწყისი ფასია $0.32 (1.06 ლარი), რასაც 1კმ-ზე $0.27(0.9 ლარი) ემატება.

და ბოლოს, ტაქსით მგზავრობის ფასი ყველაზე დაბალია - $0.18 (0.6 ლარი) ტუნისში. ამ თანხას თითოეულ კილომეტრზე $0.37 (1.23 ლარი) ემატება.

საქართველო და მეზობელი ქვეყნები:

მეზობელი ქვეყნებიდან ტაქსით მგზავრობის საწყისი ფასი ყველაზე მაღალია რუსეთში - $1.31 (4.36 ლარი), რასაც 1კმ-ზე $0.2 (0.67 ლარი) ემატება.

შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც მგზავრობის საწყისი ტარიფი $1.25-ია (4.16 ლარი), თითოეული კილომეტრის ღირებულება კი $0.21-ს (0.7 ლარი) შეადგენს.

აზერბაიჯანში ტაქსით მგზავრობის საწყისი ტარიფი $1,17-ია (3.89 ლარი). თითოეულ კილომეტრზე ღირებულება $0.35-ით (1.16 ლარი) იზრდება.

საქართველოში ტაქსით სარგებლობის საწყისი ფასი $0.9-ია (2.99 ლარი), რასაც ყოველ გავლილ კილომეტრზე ამ $0.3 (1 ლარი) ემატება.

როგორც აღმოჩნდა მეზობელ ქვეყნებს შორის ტაქსით გადაადგილების საწყისი ფასი ყველაზე დაბალია თურქეთში- $0.64 (2.13 ლარი), ხოლო ყოველ 1კმ-ზე თანხა $0,47-ით (1.56 ლარი) იზრდება.

🔴 მასალა მომზადებულია numbeo.com-ის მიხედვით, კერძო კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არსებობენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც მგზავრობის საფასურს თავად განსაზღვრავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კავკასიაში საქართველოში რძე ყველაზე ძვირია - რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში?

👉 45 თეთრიდან 10 ლარამდე - რა ღირს პური მსოფლიოში?