სხვადასხვა

საქართველოში ცნობილი ირლანდიური ლუდის Guinness-ის ოფიციალური და ექსკლუზიური იმპორტიორი სს „ქართული ლუდის კომპანია“ გახდა

ლუდი
1617777853
დაკოპირებულია

სუპერპრემიუმ ლუდი Guinness-ი მსოფლიოში უკონკურენტო ბრენდია, რომელიც აბსოლუტური ნდობით და ცნობადობით სარგებლობს. 

ამ ეტაპზე Guinness-ი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქილაში და ჩამოსახმელი სახით. ინტენსიური შავი ხავერდისებრი ეფექტისა და მდიდარი კრემისებრი ქაფის მქონე ლუდში ალკოჰოლის შემცვლელობა 4.2%-ის დონეზეა.

სს „ქართული ლუდის კომპანიისა“ და DIAGEO-ს ურთიერთობა, რომელიც წარმოადგენს ბრენდს Guinness, ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ბევრი აუდიტისა და საცდელი წარმოებების, ასევე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ „ქართულ ლუდის კომპანიამ“ 2019 წელს ექსკლუზიურად ირლანდიური ლაგერის ტიპის ლუდის „ჰარპის“ (HARP ) წარმოების ლიცენზია მოიპოვა.

„ჰარპი“, რომელიც დღეს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელში საპატიო ადგილს იკავებს, წარმოადგენს ნათელ, ღია ოქროსფერ ლუდს.

„ჰარპის“ წარდგენიდან მალევე მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ირლანდიური ლუდების მთავარი ბრენდი Guinness ჩვენს პორტფელში დაგვემატებინა და ლუდის მოყვარულებისთვის წარგვედგინა, თუნდაც ჯერ იმპორტირებული პროდუქტის სახით. 2020 წელს დაწყებული პროექტი პანდემიის ფონზე გარკვეულ ეტაპზე დავაპაუზეთ, ხოლო 2021 წლის იანვარში მოლაპარაკებები კვლავ განვაახლეთ. შედეგად, ლეგენდარული ლუდი Guinness უკვე საქართველოშია და მომხარებლისათვის ხელმისაწვდომია.

Guinness-ი ლუდების სეგმენტში მსოფლიოში უპირობო ლიდერია. გამოირჩევა განსაკუთრებული სახასიათო თვისებებით და მას „სტაუტების მეფესაც“ კი ეძახიან. მისი წარმოება მარტივი არ არის და საკმაოდ დიდი გამოცდილება სჭირდება. Guinness-მა მიაღწია იმას, რომ ის სხვა ლუდებისგან რადიკალურად განსხვავებულია და ხასიათდება კრემისებრი ქაფით. მისი სპეციფიურობიდან და ექსკლუზიურობიდან გამომდინარე Guinness-ი სუპერპრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი", - აცხადებს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი.

Guinness არ არის სტანდარტული ლუდი, გარდა ფერისა განსხვავებულია მისი გემო. გამოირჩევა ხარშვის მაღალი სტანდარტით - თითოეული პროდუქტი საბოლოო მომხარებელთან მისვლამდე გადის 250-ჯერ სხვადასხვა ტიპის ხარისხის დაკვირვებას.

Guinness-ის ქარხანა, რომელიც ირლანდიაში მდებარეობს, ერთადერთია რომელსაც საკუთარი ქერი მოჰყავს და თავად ხალავს. 232 გრადუსი - ხალვის იდეალური ტეპერატურა, არც მეტი და არც ნაკლები - რეცეპტის ერთ-ერთი წარმატების განმაპირობებელია, რის გამოც მისი გემო უფრი დასამახსოვრებელი ხდება. ასევე CO2-ის ნაცვლად Guinness-ის ჩამოსხმისათვის უკვე კათხებში გამოიყენება აზოტი, რის გამოც ლუდის ქაფი არის კრემისებური და ინტენსიური. სწორედ ამისთვის შექმნა ე.წ. ვიდჯეტი, რომელიც ქილაშია მოთავსებული. ქილის გახსნისას ბურთულა ლუდში გამოყოფს აზოტს და მიიღწევა ბარის ლუდის იდენტური ეფექტი.

„ქართული ლუდის კომპანიის“ ხელმძღვანელის კახაბერ კოტრიკაძის განმარტებით, Guinness-ის მიერ ეტაპობრივად მოხდება ქართული ბაზრის ათვისება. Guinness-ი თავდაპირველად ქსელურ მარკეტებში გაიყიდება, ხოლო შემდგომ ნელ-ნელა მოხდება გაშლა და ის სხვადასხვა მაღაზიებშიც იქნება წარმოდგენილი.

„სუპერპრემიუმ ბრენდები საერთო გაყიდვებში დიდი რაოდენობას არ აგენერირებენ, თუმცა მიგვაჩნია Guinness-ი ამ სეგმენტში დიდი წილს დაიკავებს და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ ქართულ ბაზარზე ბევრი ლუდია წარმოდგენილი, თუმცა „სტაუტი“ მომხმარებლისთვის ადვილად მისაწვდომი არ არის“, - განმარტავს კოტრიკაძე.

„ქართული ლუდის კომპანიისა“ და DIAGEO-ს​ პარტნიორობის ფარგლებში, სამომავლოდ ქართული ბაზარზე სხვა საერთაშორისო ლუდის ბრენდების წარმოდგენაც იგეგმება, რომელიც დღეს DIAGEO-ს​​ საერთაშორისო პორტფელის ნაწილია.

შეგახსენებთ, რომ Guinness-ის ბრენდის მფლობელი კომპანია DIAGEO 1759 წელს, ართურ გინესის მიერ დაფუძნდა. დღეს კი გლობალურ კომპანია DIAGEO მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე და 200 საერთაშორისო ბრენდის მწარმოებელია. მის პორტფელს ამშვენებს ისეთი ცნობილი ბრენდები როგორებიცაა: John walker, Baileys, Smirnoff, J&B, Capitan Morgan, Tanqueray, Guinness და სხვა.

ამჟამად Guinness-ი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

1618408446

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.

1618408149

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588
რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თამაში ტყუილ...

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

„ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა არ დაგ...

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.