სხვადასხვა

საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა

თბილისის საკრებულო
1613911983
დაკოპირებულია

ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა.

გიორგი ტყემალაძემ მშობლიური ენის დღესასწაული არა მხოლოდ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიულოცა.

,,21 თებერვალს მსოფლიო მშობლიური ენის დღეს აღნიშნავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე, ვინაიდან ქართულ ენას მსოფლიოს 6 ათასამდე ენას შორის საპატიო ადგილი უკავია.

ჩვენ მშობლიურ ენაზე საუკუნეებია წერენ და საუბრობენ დიდი მოაზროვნეები, ფილოფოსები,მწერლები, პოეტები. მიუხედავად მძიმე ისტორიული წარსულისა, ქართული ენა გადარჩა და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა. ეს კი მის უნიკალურობას, კიდევ ერთხელ ადასტურებს. ვულოცავ მშობლიური ენის დღესასწაულს, არა მხოლოდ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს,’’-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით კი, ეს დღე კულტურათაშორისი დიალოგისთვის მნიშვნელოვანია.

,,მშობლიურ ენაზე ზრუნვა, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თითოეული მოქალაქის საპატიო მოვალეობაა და ამ საერთაშორისო თარიღს, მიეძღვნა ჩვენი დღევანდელი ღონისძიება’’,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის ცნობილ ხელოვანთა ქართული შრიფტის გარნიტური (გრავიურა) და აფხაზურ-ოსურ ენებზე გამოცემული მხატვრული წიგნები; ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კონცეფციით შექმნილი და გამოცემული ლექსიკონები: ქართული ენის დიალექტებისა და ქართველური ენების, აგრეთვე ქართულ-აფხაზურ-ინგლისური, ქართულ-ოსურ-ინგლისური, უდიურ-ქართული, ბეჟიტურ-ქართული, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი.

დღესვე ღონისძიებაზე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თანამშრომელმა, მწერალმა ირაკლი შამათავამ წარმოადგინა უახლესი გამოცემა „ვილაპარაკოთ - 33 ამბავი აფხაზეთზე“, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის პროზას აფხაზეთზე. ავტორის თქმით, წიგნში ახლებური ხედვაა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის და ნდობის მოპოვების საკითხებში.

ღონისძიებას, რომელზეც სიტყვით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გამოვიდნენ, კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა, ეთნოგრაფი ნუგზარ ანთელავა, ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი ამირან გომართელი, ქართული ფონტის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ჯიშკარიანი, ასევე მწერლები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია. 

1614535130

„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.

1614532322

პირველი მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 

1614526555

პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

1614525740
ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელიწადშ...

„ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ქუთაისში გამართულ აქციას ეხმაურება.

ლაშა მესხი სააკაშვილზე: ამ პატივცემულს ა...

„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“, - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.

1614515496
„მარტო ჩვენ არ ვართ ასე, რადგან ყველაზე...

„მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. ყველაზე არასახარბიელო დღეში ე.წ. საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ასევე არ აქვთ უსაზღვრო რესურსები, რომ ნებისმიერ ფასად ვაქცინა შემოიტანონ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

„ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი” - ნოდარ  მელაძის გუშინდელმა სიუჟეტმა აღნიშნული ფრაზის მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. როგორც ყველა სფეროში, ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, რომლის დაცვაც  ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის კავშირებზე ისაუბრეს.