PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 მაისის გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
საფრანგეთის სათევზაო კატარღების მეპატრონეები სენტ ჰელიერის პორტის წინ აპროტესტებენ, ბრექსიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის წყლებში თევზაობის უსამართლო შეზღუდვას.
ჯერსი, არხის კუნძულები 📸 Sameer Al-Doumy / AFP / Getty Images
ნათესავები ესწრებიან ხუან ლუის დიაზ გალისიას დაკრძალვას, რომელიც მექსიკის დედაქალაქში მეტროს ხაზის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა.
მეხიკო, მექსიკა 📸 Sameer Al-Doumy/AFP/Getty Images
ქალი აპროტესტებს ჰონგ კონგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით აქტივისტ ჯოშუა ვონგს ბრალი დასდეს არასანქცირებულ კრებაში მონაწილეობაში.
ჰონგ კონგი, ჩინეთი 📸 Lam Yik/Reuters
მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტი როლიკებით ახტება ცეცხლს.
ბოგოტა, კოლუმბია 📸 Iván Valencia/AP
ჭურჭელში მოთავსებულია იმ ხალხის ფერფლი, რომელთაც ჩაუტარტდათ კრემაცია, მათ შორის არის კორონავირუსით გარდაცვლილი პირები.
ახალი დელი, ინდოეთი 📸 Danish Siddiqui/Reuters
მამაკაცი იყენებს ურემში შებმულ ცხენს, მანქანის ავტოფარეხში გადასაყვანად.
ამრიცარი, ინდოეთი📸 Narinder Nanu / AFP / Getty Images
ტურისტი აკვირდება ლავას, რომელიც მოედინება პაკაიას ვულკანიდან.
პაკაია, გვატემალა 📸 Esteban Biba/EPA
კიმ ჩენ ინი და მისი მეუღლე რი სოლ-ჯუ, უყურებენ სამხატვრო ჯგუფების მიერ შექმნილ წარმოდგენას.
ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა 📸 KCNA/EPA
12 მარკიდან ერთ-ერთს პოლ მაკარტნის საპატივსაცემოდ უშვებენ. მათი გაყიდვა ბრიტანეთში 28 მაისიდან დაიწყება.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸 AP
ერთ-ერთი თანამშრომელი აუქციონის გამართვისას 15,81 კარატიან ულამაზეს მეწამულ-ვარდისფერ საკურას ბრილიანტის ბეჭდით პოზირებს. მას საკურას ყვავილის ფურცლების სახელი მიენიჭა, რომელთა აყვავებით გაზაფხულის დაწყება აღინიშნება.
ჰონგ კონგი, ჩინეთი 📸 Joyce Zhou/Reuters
კაცი ვარჯიშის დროს სმარტფონში იცქირება.
პეკინი, ჩინეთი 📸 Andy Wong/AP
სამხრეთ კენსინგტონში ახლადგარემონტებული რაფაელის გალერეა გაიხსნა. მხატვრის გარდაცვალების 500 წლისთავის აღსანიშნავად, განახლებული გალერეა აკუსტიკური პანელისა და თანამედროვე LED განათების გამოყენებით გარდაიქმენება მულტიპლატფორმად.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Tristan Fewings/Getty Images
წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.