მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავსე მთვარე, სიამის ნიანგი, მატარებელი ინდოეთში, პოლიოს ვაქცინა - 21 სექტემბრის მსოფლიო ფოტოებში

21 სექტემბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 20 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

სტუდენტები ამშვიდებენ ერთმანეთს პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარეთ კამპუსში სროლის შემდეგ.
პერმი, რუსეთი 📸 დიმიტრი ლოვეცკი/AP

კანავას კუნძულებზე ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ ცხელი ლავა აღწევს სარწყავ აუზს კვირას.
ლა პალმა, ესპანეთი

პოლიცია უპირისპირდება Covid 19-ის გამო დაწესებული რეგულაციების წინააღმდეგ დემონსტრაციის მონაწილეს აქციის დაშლის დროს.
მელბურნი, ავსტრალია 📸 Con Chronis / AFP / Getty images

მამაკაცი კვეთს მდინარეს მექსიკიდან ტეხასში გადასვლისას.
რიო გრანდე, აშშ-მექსიკის საზღვარი 📸 ფერნანდო ლლანო / AP

ჯასტინ ტრიუდუ, მისი ცოლი სოფი გრეგუარი და მათი შვილები ელა-გრეისი და ქსავიე საარჩევნო საღამოს წვეულებაზე.
მონრეალი, კანადა 📸 კარლოს ოსორიო / როიტერი

სატვირთო გემი, რომელშიც 20 ტონა საწვავია, გაჩერებულია. მყვინთავთა ჯგუფმა გემის გადაადგილებამდე კორპუსი უნდა შეამოწმოს.
კამენ ბრაიაგი, ბულგარეთი 📸 ჰრისტო რუსევი/Getty images

ნასას Volatiles Investigating Polar Exploration Rover-ის (Viper) საინჟინრო მოდელის შემოწმება გლენის კვლევითი ცენტრის სიმულაციური მთვარის ოპერაციების ლაბორატორიაში. დიდი, რეგულირებადი ნიადაგის ურნა შეიცავს მთვარის სიმულატორს და ინჟინრებს საშუალებას აძლევს მთვარის რელიეფთან მსგავსება შექმნან.
კლივლენდი, ოჰაიო 📸 ბრიჯიტ კასველი/NASA/EPA

ჯანდაცვის მუშაკი ბავშვს აწვეთებს პოლიოს ვაქცინის წვეთებს.
ყარაჩი, პაკისტანი 📸 ასიფ ჰასანი/AFP/Getty images

სიამის ნიანგი სრეპოკის ველური ბუნების თავშესაფარში მონდულკირის პროვინციაში. აღმოჩენილია მსოფლიოში ერთ -ერთი უიშვიათესი ნიანგის რვა წარმოადგენელი, რაც ველურ ბუნებაში მისი გადარჩენის იმედს იძლევა.
სრეპოკი, კამბოჯა 📸 AP

მგზავრები ეკიდებიან ხალხმრავალ მატარებელს, როდესაც ის ტოვებს სადგურს.
ღაზიაბადი, ინდოეთი 📸 ანუშრი ფადნავისი / როიტერი

კლიმატის კოალიციის მიერ დორსეტის კლდეზე დიდი მწვანე კვირეულისთვის გამოფენილი ლოზუნგი „ბრძოლა, რომელიც აერთიანებს“, რომლის მიზანია აღინიშნოს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ღონისძიებების მხარდაჭერა და ბუნებისა და გარემოს დაცვა დიდ ბრიტანეთში.
ლულვორტ კოვი, ინგლისი 📸 ნაიჯელ სვონი / PA

მაილი საირუსი ასრულებს მუსიკალურ ფესტივალზე პიემონტის პარკში.
ატლანტა, ჯორჯია Paras Griffin / Getty Images for MC

სავსე მთვარე ჩადის ტაუნუსის რეგიონის ბორცვების უკან.
ვერჰეიმი, გერმანია 📸 Michael Probst / AP

მზის ჩასვლა
საქართველო 📸 გოგა ჩანადირი