სხვადასხვა

შალვა ნათელაშვილის საჩუქარი მელიას, დიპლომატიური ფიასკო თურქეთში - 7 აპრილის დღიური

დღიური
1617824281
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება მოქალაქეებს ახალ ვებ-პორტალზე შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში, ჯგუფების განურჩევლად, ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს, ახალ ვებ-პორტალზე შეეძლება.

მისი თქმით, აღნიშნული პორტალი სამინისტროს საშუალებას მისცემს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს.

„შეიქმნება ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე, სადაც მოქალაქეებს ჯგუფების განურჩევლად შეეძლებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და, ასევე, მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოშია ხელმისაწვდომი, ასევე, ფართოდ არის ხელმისაწვდომი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ვფიქრობთ, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, თუ რა შემდეგი ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დოირისთვის აცრისთვის „ასტრაზენეკასა“ და ფაიზერის“ ვაცქინები გამოიყენება, ხოლო „სინოფარმით“ ვაცქინაციის დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-სგან მის აღიარებას ელოდება.

დღის პერსონა

გიორგი ვოლსკი ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრა

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ საჯაროდ გაიკეთა.

„თავს კარგად ვგრძნობ, ავიცერი ინგოროყვას კლინიკაში. ყველაზე დიდი საფრთხე რაც კაცობრიობას ემუქრება ეს საშინელი ვირუსია“, - აცხადებს ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ 13 მარტს ჩამოიტანეს. 15 მარტს საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 7 აპრილის მონაცემებით 285 645-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 275 547 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,98%, ბოლო 7 დღის - 2,42%-ია.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.

ამავე თემაზე:

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 363 ადამიანი აიცრა

✔️ პრეზიდენტმა კორონავირუსზე ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

დღის ფრაზები

პაატა იმნაძე:

„პირველი ჩვენი მტერი არის სუფრები“

ბიძინა კულუმბეგოვი:

ჯანმოს აღიარების გარეშე ჩემი აზრით ვაქცინა არ უნდა იყოს გამოყენებული“

თენგიზ ცერცვაძე:

„ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მაგრამ ის გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან“

ანდრიუს კუბილიუსი:

„ჩვენი კრიტიკა საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარეობს“

ტომას ილვესი:

„რატომ ელოდებით, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაგმობს რუსეთის მიერ თქვენს ოკუპაციას?“

დღის კარგი ამბავი

თბილისის მოსახლეობას 1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობას ჯამში 1000 მიკროავტობუსი მოემსახურება.

კალაძის თქმით, რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

„ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი მიკროავტობუსების შესყიდვაზე. 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა განხორციელდება, აქედან 300 ერთეულის შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და იმ თანხებით მოხდება შესყიდვა, რომელსაც კომპანიისგან მივიღებთ. დამატებით კიდევ 400 ერთეულს შეიძენს კომპანია, საერთო ჯამში 1000 ერთეული მოემსახურება თბილისის მოსახლეობას.

ყვითელი მიკროავტობუსები დაახლოებით 1500 -1700 გადაადგილდებოდა ქალაქში, თუმცა ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს.

ჩვენ ვამატებთ ახალ 8 მეტრიან ავტობუსებს და მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს ქალაქის მოსახლეობა თავს, როდესაც ზოგადად ამ რეფორმის დასრულება მოხდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ნაწილში.

დღეს გვაქვს რაიონები, კონკრეტული უბნები, ქუჩები სადაც სამწუხაროდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება, ან ძალიან დიდია მოცდის დრო.

ეს ყველაფერი გვინდა შევცვალოთ და ამ რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი“- განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ „მიმდინარეობდა პანიკის დათესვა, თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია იყო საჭირო“ - კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე

დღის ცუდიმბავი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში სულ გარდაცვლილია 3840 პაციენტი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებს მათი რაოდენობა 285 645 -ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულია 275 547 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,98%, ბოლო 7 დღის - 2,42%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

👉 „მარტო შოლტი და მათრახი არაფერს იზამს, მთავარია თვითშეგნება“ - გამყრელიძე

👉 „ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, თუ გვინდა შეზღუდვები არ გვქონდეს, ვაქცინაციის კამპანიაში უნდა ჩავერთოთ“ - ცერცვაძე

დღის უცხოური ამბავი

რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება (ვიდეო)

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ჯავშანტექნიკით დატვირთული ეშელონები ვორონეჟში და კრასნოდარის ოლქებშია გადაღებული. გადაკვეთეს თუ არა მათ რუსეთ-უკრაინის საზღვარი, უცნობია.

ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

შეერთებულმა შტატებმა და ნატომ რუსეთის დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. კრემლი კი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, რისი უფლებაც მას აქვს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ პესკოვი: რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან იმდენ ხანს იქნება, რამდენიც საჭიროა

დღის ფოტო

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ციხეში ხილი მიუტანა.

დღის ვიდეო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაკვირვებული დარჩა ანკარაში მომხდარი ინციდენტით, რომლის დროსაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ოფიციალური შეხვედრის დროს სკამი არ გამოუყვეს.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619176868

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

1619176451

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მათ სამუშაო პროცესი დილიდან შეწყვიტეს.

1619176267

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

1619175770
ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრ...

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შს...

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.