სხვადასხვა

შარლ მიშელის მოწოდება, „ფაიზერის“ მესამე დოზის ეფექტიანობა, სააკაშვილის მიმართვა - 29 ივლისის დღიური

დღიური
1627588237
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“ - შარლ მიშელი

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ,“- აღნიშნულის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

ამასთან, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებაც წერს.

„გუშინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი. პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმების განსახორციელებლად. მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“, - აცხადებს შარლ მიშელი.

⏩ შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

⏩ „შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

⏩ „სახელმწიფო დააყაჩაღეს, ყოველ ქართველს შეურაცხყოფა მიაყენეს“ - პაატა ზაქარეიშვილი

⏩ ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

დღის პერსონა

„ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“ - სააკაშვილი (ვიდეო)

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ვიდეო მიმართვით ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი აგვისტოში ოპოზიციური მედიის დახურვას გეგმავს.

სააკაშვილის განცხადებით, დაპირებას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლას გულისხმობს, ზედმიწევნით შეასრულებს.

დღის ფრაზები

ელენე ხოშტარია:

„არ იქნება საქართველო პრორუსული ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ შიშში“

გიორგი ვოლსკი:

„ჩვენც არანაკლებ გულდაწყვეტილი ვართ იმით, რომ პოლიტიკური კონსენსუსი არ შედგა“

ალეკო ელისაშვილი:

„ქართულმა ოცნებამ“ თავი მოჭრა საქართველოს“

იაგო ხვიჩია:

„თუ ოპოზიცია სილის გაწვნის შემდეგ გაქცევას აპირებს, ჩვენ არ ვართ ეგ ხალხი“

დღის კარგი ამბავი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 17 133 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 17 133-მა ადამიანმა გაიკეთა.

28 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 450 026 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 148 972 ადამიანი.

დღის ცუდი ამბავი

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

რუსთავის ავტობანი ნაწილობრივ გადაკეტილია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის უცხოური ამბავი

ფაიზერის მესამე დოზა დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის

კორონავირუსის დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა. ამის შესახებ CNN იუწყება.

შესაბამისი კვლევები თავად კომპანია „ფაიზერმა“ ჩაატარა. კვლევების მიხედვით, ანტისხეულების რაოდენობა ორგანიზმში ხუთჯერ გაიზარდა. კვლევები 18-დან 55 წლამდე ადამიანებში ჩატარდა.

რაც შეეხება 65-დან 85 წლამდე უფროს პირებს, მათ ორგანიზმში 11-ჯერ მეტი ანტისხეული აღმოჩნდა, ვიდრე მეორე დოზის შემდეგ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მესამე, „ბუსტერული“ დოზის გაკეთება 6 თვის შემდეგ არის მიზანშეწონილი, როდესაც ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა იკლებს. მესამე დოზა როგორც ინდური, ასევე სამხრეთ აფრიკული შტამების მიმართ ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის. მკვლევარები ამბობენ, რომ მესამე დოზის გაკეთება რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვისაც არის შესაძლებელი, მაგ. ვისაც ორგანოები აქვთ გადანერგილი.

დღის ფოტო

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

დღის ვიდეო

ისლანდიაში ვულკანიდან ლავის მდინარეები გადმოიღვარა

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

1632048934

მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632047638

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978
მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუას ოჯა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632033961
522 თბილისი, 226 იმერეთი - ეპიდვითარება...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა.

1632033526
43 გარდაცვალება, 1 501 ინფიცირება, 1 954...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 1 954 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.