მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოდგომა ხევსურეთში, ყავის გამყიდველი ადამიანი ობობა, დემონსტრაცია ჩილეში - 19 ოქტომბრის მსოფლიო ფოტოებში

19 ოქტომბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 19 ოქტომბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ბილ გეითსთან ერთად იმყოფება მეცნიერების მუზეუმში გლობალური საინვესტიციო სამიტის დროს.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸Leon Neal/Getty Images

შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის მეთაურის ყოფილი მდივანი სასამართლო დარბაზში. 96 წლის კაცს ბრალი ედება 10 000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში.
გერმანია 📸 Christian Charisius/AFP/Getty Images

დონალდ ტრამპი მისი სახელობის კოშკის წინ მანჰეტენზე, ავტომობილში ჩაჯდომამდე.
ნიუ იორკი, აშშ 📸 Jeenah Moon/Reuters

დემონსტრანტები სპეცრაზმელებთან შეტაკების დროს პრეზიდენტის სასახლესთან შედიან. მეტროს საფასურის ზრდამ გამოიწვია აქციები სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის შესამცირებლად.
სანტიაგო, ჩილე 📸Claudio Santana/Getty Images

მამაკაცი ნათესავებთან ერთად აღნიშნავს ციხიდან გათავისუფლებას. ხელისუფლებამ გაათავისუფლა ათასობით ადამიანი, რომლებიც დააპატიმრეს თებერვლის გადატრიალების წინააღმდეგ პროტესტის გამო, რომელმაც სამოქალაქო მთავრობა გააძევა.
იანგონი, მიანმარი 📸 AFP/Getty Images

ბავშვები მონაწილეობენ დღესწაულში - აღინიშნება წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღე.
ყარაჩი, პაკისტანი 📸 Rizwan Tabassum/AFP/Getty Images

ჯარისკაცები პატრულირებენ ვენესუელას საზღვართან. კვირას ტიბეში მოკლული ვენესუელელი მიგრანტის ცხედარი სამშობლოში გადმოასვენეს.
ტიბა, კოლუმბია 📸 Schneyder Mendoza/AFP/Getty Images

მამაკაცი მიტოვებულ სატვირთო მანქანაში ისვენებს გენერალური გაფიცვის დროს. ქვეყნის უსაფრთხოების არარსებობის გამო გაბრაზებულმა მუშებმა მოაწყვეს აქცია მას შემდეგ, რაც აშშ-ში დაფუძნებული მისიონერული ჯგუფის 17 წევრი მძევლებმა გაიტაცეს.
პორტ-ო-პრინსი, ჰაიტი 📸 Matias Delacroix/AP

ადამიანი ობობის კოსტიუმში გამოწყობილი ქუჩაში ყავას ყიდის.
კუალა ლუმპუ, მალაიზია 📸 Mohd Rasfan/AFP/Getty Images

ახალგაზრდები წითელი ბუშტებით ჩინეთის კომუნისტური პარტიის ვიდეოს გადაღების დროს.
პეკინი, ჩინეთი 📸 Thomas Peter/Reuters

ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიალი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.
ათენი, საბერძნეთი 📸 Alkis Konstantinidis/Reuters

ვულკანი აგრძელებს დინებას კუნძულ ლა პალმაზე.
ლა პალმა, ესპანეთი 📸 Susana Vera/Reuters

სტუმრები ათვალიერებენ ფარნებს გიონგბოკის სასახლეში, სამეფო კულტურის ფესტივალზე.
სეული, სამხრეთ კორეა 📸 Lee Jin-man/AP

შემოდგომა მუცოში, ხევსურეთი
საქართველო 📸 გოგა ჩანადირი