სხვადასხვა

შეზღუდვების მოხსნა, ვახო სანაიაზე თავდასხმა - 25 თებერვლის დღიური

დღიური
1614282325
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი



დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ასევე დღეიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება 24 თებერვლის მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კურორტებზე საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.

⏩ მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან განაახლებენ

⏩ შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს

დღის პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.

დღის ფრაზები

იაგო ხვიჩია:

ვახო სანაიას გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა.

სალომე ზურაბიშვილი:

უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა დღეს ვინმე საქართველოს ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს.

კახა კალაძე:

„პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

დღის კარგი ამბავი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2-3 კვირის ვადაში ხელისუფლება თურქეთის საზღვრის ყოველდღიურად გადაკვეთის შესაძლებლობაზე იმსჯელებს.

„ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა, იცით, რომ სახმელეთო საზღვართან დაკავშირებული რეგულაციები კვლავ ძალაში რჩება. შეიცვალა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციები.

რაც შეეხება მეზობელ სახელმწიფოში გადასვლის საკითხს, თქვენ იცით, რომ გრძელვადიანი მოწვევების შემთხვევაში შესაძლებელი არის რომ მოქალაქეები გადავიდნენ მეზობელ სახელმწიფოში სამუშაო მიზნებით, თუმცა გიდასტურებთ, რომ ორი-სამი კვირის ვადაში ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს და ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს, იგივე ყოველდღიურად გასვლის მსურველებს მივცეთ ამ მიზნების მიღწევის საშუალება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ცუდი ამბავი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3265 შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 3.3198 იყო, შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.67 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევროც, რომლის კურსი 4.0680 ლარია . კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 4.0355 იყო. ევროს კურსის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 3.25 თეთრი შეადგინა.

დღეს მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 თებერვლიდან შევა ძალაში.

დღის უცხოური ამბავი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

„მოვუწოდებ ჩემს მომხრეებს, რომ ერევნის ცენტრალურ მოედანზე მოვიდნენ. ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაა“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა.

დღის ფოტო

ქუთაისში მოსკოვის ქუჩას სახელი შეეცვალა და შინდისის გმირები ქუჩა გახდა.

დღის ვიდეო

ვარკეთილის ხიდთან მანქანა გადმოვარდა და გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეჯახა.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.