მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიელი ქალები, აქტივისტების პერფორმანსი - დღის ფოტოები მსოფლიოდან

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 16 ნოემბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 16 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.


კლიმატის მოქმედების ჯგუფის Ocean Rebellion-ის აქტივისტები ბალტიის ბირჟის შენობის წინ პერფორმანს აწყობენ.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. 📸 Henry Nicholls/Reuters


სირიელი ქალები ქურთების მიერ მართულ ბანაკს ტოვებენ.
ალ-ჰოლი, სირია. 📸 Delil Souleiman/AFP/Getty Images


კრილატსკოეს ყინულის სასახლის ხედი, რომელიც დროებით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო დაწესებულებად გადაკეთდა.
მოსკოვი, რუსეთი. 📸 Maxim Shemetov/Reuters


17 წლის ჟაკლინ ბოსიბორი ახალ დაბადებულ ბავშვზე და ექვს და-ძმაზე ზრუნავს. ფოტოზე ექვსიდან ორი და-ძმაა გამოსახული. კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები დაიხურა. მათი დედა კი, მთელი დღის განმავლობაში ბოსტნეულს ყიდის.
ნაირობი, კენია. 📸 Monicah Mwangi/Reuters


ფილიპინებში სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მისაღებად რიგში დგას. ტაიფუნის შედეგად კაშხალმა წყლის დიდი რაოდენობა გამოუშვა. სტიქიას მინიუმ 67 ადამიანი ემხვერპლა.
ტუგუეგარაო, ფილიპინები.
📸 Ezra Acayan/Getty


ქუჩის მხატვარი მაუერპარკში ბერლინის კედლის სეგმენტზე მუშაობს. ე.წ. უკანა კედლის ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაწილი, რომელიც ადრე აღმოსავლეთ გერმანიაში შესვლას ხელს უშლიდა, ლეგალური ქუჩის ხელოვნების სივრცეა, რომელიც მუზეუმების ალტერნატივად იქცა. მათი დიდი ნაწილი კორონავირუსის გამო დახურულია.
გერმანია, ბერლინი. 📸 John MacDougall/AFP/Getty Images


სოფლის საარჩევნო კომისიის წევრი დამცავი სამოსით და გადასატანი ყუთით ასაკოვან ქალთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.
ხრუშოვა, მოლდოვა.
📸 Dumitru Doru/EPA


ბათუმის ნავთობტერმინალში საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ახდენენ.
ბათუმი, საქართველო. 📸 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სლაკლაინის კონკურსი ჰუნანის პროვინციაში.
ჟანჯიაჯიე, ჩინეთი.
📸 AFP/Getty


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებულ ფიზულსა და ჯებრაილში ჩავიდნენ.
ფიზული, აზერბაიჯანი. 📸 REPORT.AZ.

როცა დედამიწის დიდ ნაწილში ცივა, ამ დროს ბონდის სანაპიროზე 40C გრადუსია.
სიდნეი, ავსტრალია.
📸 მარკ ბეიკერი / AP