სხვადასხვა

სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მეტად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს დაეფიქსირებინა პოზიცია - ვეფხვია გულედანი

საქართველოს პოლიტოლოგთა
ასოციაციის ხელმძღვანელი
1623661186
დაკოპირებულია

„გვსურს გამოვეხმაუროთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით საქართველოს დადებით როლს, პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოებს შორის კეთილ, შემრიგებლურ და ყველასთვის სასარგებლო ქმედებას, სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას და სომხეთის მიერ აზერბაიჯანისათვის ნაღმების ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას“, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი აცხადებს.

გულედანი ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით 15 სომეხი სამხედრო ტყვის გათავისუფლებას მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს უწოდებს:

„სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მეტად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს დაეფიქსირებინა პოზიცია და ხაზგასმა საქართველოს არა მტრული დამოკიდებულებისადმი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ მეგობრულ და მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ საერთაშორისო გზავნილს.

დროულ და საკმაოდ მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯად ვაფასებთ, თავის მხრივ ჩვენი ხალხები უნდა ისწრაფოდნენ მშვიდობიანი რეგიონის კონცეფციისკენ, რათა მოხდეს სამხრეთ კავკასიის სტაბილური განვითარება. ომი და დესტრუქცია მხოლოდ ჩვენს საერთო მტერს აძლევს ხელს და ქმნის მისთვის სასურველ გარემოს, ხოლო თავის მხრივ, კავკასიურ ოჯახს აყენებს დესტაბილიზაციის ანტიგანვითარების და არა კეთილმეზობლური გარემოს შექმნის წინაშე. მიგვაჩნია რომ ჩვენი მშვიდობიანი როლის სწორად წარმართვა საკმაოდ დიდი გამარჯვებაა არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, რაც გარკვეულწილად კვლავ ზრდის საქართველოს წარმომადგენლობით როლს კავკასიაში“, - აღნიშნავს ვეფხვია გულედანი.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კვლევა...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.