სხვადასხვა

სპილოები ისვენებენ, მოსეირნე კუ, საქმიანი კიმ ჩენ ინი - 8 ივნისის მსოფლიო ფოტოებში

8 ივნისი
1623170314
დაკოპირებულია

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 8 ივნისს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ჯიანგსუს პროვინციაში მუშებმა მოაწყვეს ყვავილების კომპოზიცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ლიანიუნგანი, ჩინეთი 📸 Barcroft Media/Getty Images

კიმ ჩენ ინმა პარტიის ცენტრალური კომიტეტის და პროვინციული პარტიის კომიტეტების ხელმძღვანელი პირები მიიწვია. შეხვედრა ქვეყნის ეკონომიკის შეფასების განსახილველად გაიმართა.
Pyongyang, ჩრდილოეთ კორეა 📸 KCNA/EPA

გუანგდონგის პროვინციაში, სოფლის მოსახლეობა ნუკლეინის მჟავის შესამოწმებლად დგას.
შენჟენი, ჩინეთი 📸 VCG/Getty Images

კოვიდ 19-ით გარდაცვლილი ადამიანს კუალა-ლუმპურის სასაფლაოზე კრძალავენ.
სეთია ალამი, მალაიზია 📸 Fazry Ismail/EPA

საპრეზიდენტო კანდიდატის პედრო კასტილოს მხარდამჭერები.
ლიმა, პერუ 📸 Alessandro Cinque/Reuters

ადგილობრივები და მსახიობი ჯეინ ფონდა ქალაქში ნავთობსადენის მიერ წყლის დაბინძურებას აპროტესტებენ.
სოლვეი, აშშ 📸 Kerem Yucel/AFP/Getty Images

ერიკ ლარა და იია ტურმინინი სან-ფრანცისკოს მერიაში დაქორწინებამდე ფოტოებს იღებენ, რომლის კარიც საზოგადოებისთვის 15 თვის შემდეგ კალიფორნიაში პირველად გაიღო.
სან-ფრანცისკო, აშშ 📸 Justin Sullivan/Getty Images

მუშა საბითუმო ბაზარში სანელებლების ტომრებზე ზის, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ შეზღუდვები მოხსნა.
დელი, ინდოეთი 📸 Adnan Abidi/Reuters

ჩინეთის ცენტრალური სატელევიზიო კამერის მიერ გადაღებულ სურათზე სპილოები ჩანან, რომლებიც კუნმინგის მახლობლად მდებარე ტყეში ისვენებენ.
იუნანი, ჩინეთი 📸 CCTV/AFP/Getty Images

კალიფორნიაში ზღვის ძუძუმწოვრების ცენტრის დირექტორი გამოკვლევის შემდეგ ზღვის ლომს მილებს ხსნის.
საუსალიტო, აშშ 📸 Nathan Frandino/Reuters

ახალგაზრდა ქალები ნიუკერსკის კლუბში გამოსაშვები კაბებით სელფს იღებენ, სკოლის გამოსაშვები საღამოს დროს.
Tenafly, აშშ 📸 Mike Segar/Reuters

არქიტექტორი სუმაია ვალი ახალ პავილიონში პოზირებს.
ლონდონი, ინგლისი 📸 Vickie Flores/EPA

დიდი შვიდიანის თემაზე შექმნილი ნამუშევარი ტრაშმორის მთაზე.
გვიტიანი, ინგლისი 📸 Ben Birchall/PA

„როდესაც ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ერთი საკმლის ხიდან მეორე საკმლის ხემდე სამოგზაუროდ მივდივარ, ჩემი კარავი და სალაშქრო აღჭურვილობა სულ თან დამაქვს“.
საქართველო, ვაშლოვანის ეროვნული პარკი 📸 Geo Stalk - Urbex In Georgia

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად მსჯელობს.

1624450415

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან და მეკავშირე ოფიცერთან, იაცეკ სტოხელთან შეხვედრა გამართა.

1624450309

პარლამენტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

1624450205

ხვალ თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც 27 ივნისის ჩათვლით ფიზიკურ სივრცეში გაგრძელდება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.

1624450082
ინციდენტი შავ ზღვაში

რუსმა სამხედროებმა ბრიტანული ხომალდის მახლობლ...

რუსმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბრიტანული საესკადრო ნაღმოსნის მახლობლად, გაფრთხილების მიზნით ოთხი ბომბი ჩამოაგდეს. ინციდენტი შავ ზღვაში, ყირიმის სიახლოვეს მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ბობოყვათში პროტესტის ნიშნად აქციის მონაწ...

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში...

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

კიევის წყალსაცავში რამდენიმე დღის წინ და...

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.