სხვადასხვა

თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილს და მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი - ლოგო
19:28 19.09
დაკოპირებულია

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით წარმოებული მრავალწლიანი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ანონსს, რომლის მიხედვით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია.

საქართველოს თანაინვესტორის ფონდის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს, არავითარი კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მფლობელი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენს ფონდთან არ გააჩნია.

რაც შეეხება „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ანა ქობალიას და ბატონი ნიკა ბოლქვაძის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც მუშაობდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, თუმცა 2019 წლის მარტის თვეში, საკუთარი სურვილით დატოვეს ფონდი და არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ სად გააგრძელეს საქმიანობა, ისევე როგორც არ ვფლობთ ინფორმაციას იმ ათეულობით თანამშრომლის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ 7 წლის წინ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში. ამის თაობაზე ჩვენ შესაბამისი განმარტება მივეცით ტვ პირველს, თუმცა ტელეკომპანია ჯიუტად ცდილობს ამტკიცოს, თითქოს ფონდი ამ ან სხვა ინფორმაციას მალავს და არ ასაჯაროებს“, - აცხადებენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ...
39 წუთის წინ
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა...
43 წუთის წინ
საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გ...
51 წუთის წინ
„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას....
21:16
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2

სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვ...
ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეების შ...
დღეიდან, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივად...
ვახტანგ გომელაური: ვზრუნავთ თანამშრომლებ...
წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სა...
პრემიერი წინასაარჩევნო კვლევებზე: არ მჭი...
„მე ეს კვლევები არ მჭირდება, ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრ...