სხვადასხვა

თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისის ანძა
1617782901
დაკოპირებულია

თბილისის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად,  თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე, ესტონურმა კომპანიამ იმუშავა. მისივე თქმით, პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები.


„პროექტის კონცეფციის შექმნაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამგვარ პროექტებზე მუშაობის. ზოგადად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. ეს პროექტი ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში ვსაუბრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული სატელევიზიო ანძის ამ მიმართულებით გამოყენება.

ყველა დიდ ქალაქში, სადაც არსებობს ასეთი პროექტები ძალიან მაღალ დონეზეა ყველაფერი გაკეთებული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თბილისშიც გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები ვინც ამ პროექტს განახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არსებული პანდემიაა მიზეზი, რის გამოც პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.

„ძალიან ბევრ პროექტებზე მოგვიწია უარის თქმა და ეკონომიკური აქტივობების შემცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა პროექტი განხორციელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ კონკრეტული ინერესთა გამოხატვით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვაცხადებთ, რადგან ეს ქონება ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროზე დაქვემდებარებულ იურიდიულ პირს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის განხორციელდება, ძალიან კარგი პროექტი იქნება, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ჩამოსული სტუმრებისთვისაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პირველ ეტაპზე, ექვსი თვის განმავლობაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება. აღნიშნული კვლევის შედეგად წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება.

იხილეთ აგრეთვე:

✅თბილისის მოსახლეობას 1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება

✅„მიმდინარეობდა პანიკის დათესვა, თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია იყო საჭირო“ - კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე

✅კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.

1618408149

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

1618407036
თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილემ შვედი
ექსპერტი დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ შვედი ექ...

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პ...

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.