სხვადასხვა სამუშაოების გამო 27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ბესიკის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის, ჩუბინაშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების I მიკრორაიონის, ილია სუხიშვილის, მოსკოვის, ცისკარიშვილის და გუმათჰესის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია.
თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.
წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.
ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება.
იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.