მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

დენი - ნათურები

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით:

⭕ გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო, 00:00-დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ვეკუას, ხევისპირის, დრანდის, ხიზანიშვილის, მირაქიშვილისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

⭕ გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

⭕ საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიროტაძის ქუჩის მოსახლეობას.

⭕ ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

⭕ ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.