მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში რესტორნის სამზარეულოში ხანძარი გაჩნდა

სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მათი გადმოცემით, ხანძარი რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა, შემდეგ კი შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გავრცელდა.

იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.