სხვადასხვა

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ლიეტუვას სეიმის თავმჯდომარის მადლობის წერილი მიიღო

მადლობის წერილი სტუ-ს
რექტორს
1602076503
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტი) თავმჯდომარემ, პროფესორმა ვიქტორას ფრანცკიეტისმა ორი ქვეყნის - საქართველო-ლიეტუვას უნივერსიტეტებს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„მადლობას გიხდით, საქართველოსა და ლიეტუვას შორის, ორმხრივი ურთიერთობისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და პატივისცემისთვის, რასაც თქვენი უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ანვითარებს.

თქვენი ყურადღებისა და დახმარების წყალობით, ლიეტუვისა და საქართველოს აკადემიურ საზოგადოებებს შორის ურთიერთიობა და ჩვენი ქვეყნების ხალხთა მეგობრობა მტკიცდება და უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს. გავძლიერდეთ ერთად!“ - აღნიშნულია ლიეტუვას სეიმის თავმჯდომარის წერილში.

ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანამანათებლო თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი თემაზე - „ლიეტუვა და საქართველო - დღევანდელი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები“.

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ ვიქტორას ფრანცკიეტისმა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ანდრიუს კალინდრასმა, ვილნიუსის კოლეგიის ვიცე-რექტორმა ნიოლე ზინკევიჩიენემ, ვილნიუსის კოლეგიის წევრმა და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდას კავალიუსკასმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს შორის, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია შედგა, რომელზეც მხარეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების, სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის შემდგომი განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი ორგანიზებულია ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ბალტისტიკის პროექტის - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუვური ენისა და კულტურის ცენტრის მოღვაწეობის პრიორიტეტები 2020 წელს“ - ფარგლებში. პროექტს ვილნიუსის კოლეგია და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ახორციელებენ.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, 2018 წლის 26 მაისს, ოფიციალურად გახსნა. ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვურ საგანმანათლებლო პროექტებში.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მუშაობა პანდემიის პირობებშიც არ შეუწყვეტია.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.