მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თმის შეჭრა აქციაზე, დაკრძალვის წესები ინგლისში - 17 ნოემბრის მსოფლიო ფოტოებში

17 ნოემბრის დღის ფოტოები

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

aktsiis-monatsile-tailandshi_o_h.jpegდემოკრატების მომხრეები მომიტინგეს სახეს ბანენ მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, პარლამენტში წესდების შესწორების წინააღმდეგ დემონსტრაციის დროს.
ტაილანდი, ბანგკოკი 📸 დიეგო აზუბელი

wildcat--is-vertmphrenis-ekipazhi_o_h.jpegWildcat-ის ვერტმფრენის ეკიპაჟი HMS Tamar-თან საზღვაო ვარჯიშებში მონაწილეობს.
დიდი ბრიტანეთი 📸 LPhot ალექს Ceolin

bambis-msgavsi-mtsenare_o_h.jpegმცენარე, ღამის განმავლობაში, თოვლით ბამბის ქულების ფორმით დაიფარა.
ვანი, თურქეთი 📸 Anadolu Agency / Getty Image

madridshi-protestisas-tmis-shechra_o_h.jpegესპანეთის პარლამენტის შენობასთან, შეზღუდვების გასაპროტესტებლად მისული სილამაზის სალონების წარმომადგენლების აქციაზე ქალი თმას იჭრის.
მადრიდი, ესპანეთი 📸 მანუ ფერნანდესი / AP

ltolvilebi-karabaghidan_o_h.jpegმთიანი ყარაბაღის ლტოლვილები ავტობუსით მიდიან სტეფანაკერტისკენ კილიკიას ავტოსადგურთან. ამ დროისთვის 480-ზე მეტი ადამიანი გადავიდა სომხეთში, რომლებსაც რუსეთის სამშვიდობო პატრული და სამხედრო პოლიცია ახლდათ თან.
ერევანი, სომხეთი 📸 ალექსანდრე რიუმინი /ტასი

damkrdzalavi-biuros-tanmamshromlebi-inglisshi_o_h.jpegსარა ჯონსი, დამკრძალავი ბიუროს დირექტორი და მისი კოლეგა ენდრიუ ატკინსი, კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესს პირადი დაცვის საშუალებებით გადიან.
ბრამლი, ინგლისი 📸 დენი ლოუსონი / PA

demokratebis-momkhreebis-aktsia_o_h.jpegდემოკრატიის მომხრე აქტივისტები პოლიტიკური სისტემისა და მონარქიის შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ.
ბანკოკი, ტაილანდი 📸 დიეგო აზუბელი / EPA

maik-pompeo_o_h.jpegამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა.
თბილისი, საქართველო 📸 ნინო მენთეშაშვილი / PIA.GE

sazghvao-politsiis-tanamshromlebi-chinetshi_o_h.jpegსასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები შანდონგის პროვინციის პორტში დამცავი კოსტიუმებით პატრულირებენ.
ჩინგა, ჩინეთი 📸 VCG / Getty Images

indoneziashi-katsi-saburavebs-alagebs_o_h.jpegკაცი მოტოციკლეტის საბურავებს ალაგებს. პანდემიის შედეგად, ინდონეზია 22 წლის განმავლობაში პირველად ჩავარდა რეცესიაში.
დეპოკი, ინდონეზია 📸 Bagus Indahono / EPA

evakuatsia-migrantta-banakidan_o_h.jpeg
მიგრანტთა ბანაკიდან ევაკუაცია გამთენიისას.
პარიზი, საფრანგეთი 📸 Anadolu Agency / Getty Images

mianmashi-lurji-phrinveli_o_h.jpeg
ფრინველი სახელად Alcedo atthis თევზით ნისკარტში ტბის პირას ტოტზე ზის.
იანგონი, მიანმა 📸 ლინ ბო ბო / EPA

ltolvilta-banaki-avghanetshi_o_h.jpegიძულებით გადაადგილებული ბავშვები ლტოლვილთა ბანაკის კარავთან.
ხოსტი, ავღანეთი 📸 ფარიდ ზაჰირი / AFP / Getty Images

kuchis-dzaghli-indoetshi_o_h.jpegროკი, ყოფილი ქუჩის ძაღლი, რომელმაც წინა ფეხები მატარებლის გადავლის გამო დაკარგა, People For Animal Trust- ში ისვენებს. მან ბრიტანეთში ახალი სახლი იპოვა მას შემდეგ, რაც ერთწლიანი ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა და პროთეზების მეშვეობით სიარული ხელახლა ისწავლა.
ფარიდაბადი, ინდოეთი 📸 ფულის შარმა / AFP / Getty Images

meteorebis-tsvima-chrd-makedoniashi_o_h.jpegმეტეორული „წვიმა“ ლეონიდები.
კუკლიცა, ჩრდილოეთ მაკედონია 📸 გეორგი ლიკოვსკი / EPA

baideni-vashingtonshi_o_h.jpeg

ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დელავერში გამართულ ბრიფინგზე დასასწრებად პირბადეს იხსნის, რათა ეკონომიკაზე ისაუბროს.
ვილმინგტონი, აშშ 📸 კევინ ლამარკი / როიტერი

limashi-khalkhi-kuchashi-sheikriba_o_h.jpeg
მას შემდეგ, რაც კონგრესმა ცენტრისტული პარტიიდან ფრანცისკო საგატი დროებით პრეზიდენტად აირჩია, ხალხი ქუჩაში პროტესტისთვის გავიდა.
ლიმა, პერუ 📸 სებასტიან კასტანედა / როიტერი