მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკოს ახალი თავმჯდომარე, კიდევ ერთი მედალი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მასშტაბური ხანძარი თურქეთში - 2 აგვისტოს დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ აირჩიეს

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

„ვულოცავ გიორგი კალანდარიშვილს 6 თვის ვადით არჩევას. ვუსურვებ მას წარმატებებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციისთვის, კალანდარიშვილის წინამორბედმა თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტი 30 ივნისს დატოვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს გადადგომის შემდეგ ჟვანია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 თამარ ჟვანია გადადგა

🔴 „თამარ ჟვანია თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა“- გია ვოლსკი

დღის პერსონა
იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (130 კგ) იაკობ ქაჯაია ფინალში ლეგენდარულ კუბელ, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონ მიაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა.

შეხვედრა დასაწყისში თანაბარი იყო, თუმცა კუბელმა ჩობჯენი გამოიყენა და პირველ ნახევარში 3:0 გაიმარჯვა. დროთა განმავლობაში ქაჯაიას მეტოქის უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა, საბოლოოდ შეხვედრა 5:0 დასრულდა. იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი, ნუნიესმა კი მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 3 საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ქაჯაიას მედლის გარდა, - ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლის მედალს დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

დღის ფრაზები

დავით მაღრაძე

„ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არც უნდა დაინიშნოს“

ირაკლი კობახიძე

„შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით - მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს“

ვახტანგ გომელაური

„არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ

ნათია თურნავა ფარულ მოსმენებზე:

ეს არის ავადმყოფური ბოდვა“

არჩილ თალაკვაძე

ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს“

დღის ცუდი ამბავი
საქართველოში კორონავირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირებით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 1 655 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 2 286 პაციენტმა კოვიდ 19 დაამარცხა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ეპიდვითარება საქართველოში

🔴 „ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის“- ირაკლი ღარიბაშვილი

დღის უცხოური ამბავი
თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

„თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა“, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას ინფორმაციით, გარდაცვლილია 8 და დაშავებულია 864 ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, 7 ადამიანი ქალაქ მანავგატში, ერთი კი - მარმარისში დაიღუპა.

გამოცემის ცნობით, ლოკალიზებულია ხანძრის 107 კერა. ამ დრომდე აქტიური რჩება ანტალიისა და მუღლას პროვინციაში დაფიქსირებული 5 კერა. ხანძრის ჩაქრობაში, სულ მცირე 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი და 828 სახანძრო მანქანა მონაწილეობს. თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

დღის ფოტო
იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიო, იაპონია📸საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი

დღის ვიდეო
თურქეთში მასშტაბურ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან