სხვადასხვა

თსუ-ში დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს მიეძღვნა წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

თსუ-ს კიდევ სამმა
პროგრამამ საერთაშორისო
აკრედიტაცია მოიპოვა
1632156201
დაკოპირებულია

დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს მიეძღვნა წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, მკვლევრები და მეცნიერები 16 ქვეყნიდან დაესწრნენ.

წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. ვარშავის უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელთან დაკავშირებული მუდმივმოქმედი სამეცნიერო ფორუმი, ტრადიციულად, ორ წელიწადში ერთხელ, წმინდანის გარდაცვალების დღეს იმართება.

„დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია მასშტაბური იყო ბევრი თვალსაზრისით, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ ორგანიზატორები, მათ შორის ვარშავის, მაიამის, საპიენცის უნივერსიტეტები. ძალიან სასიამოვნოა,რომ ახალგაზრდა მკვლევრებიც იყვნენ ჩართულნი. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა წესის დაცვით ჩატარდა. ჩართულობა მაღალი იყო და მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებული ორდღიანი მუშაობა ვუსურვო,“- განაცხადა თსუ რექტორმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში ქართველ მეცნიერებათან ერთად, უცხოელი მკვლევრებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში და მხარდაჭერილი იქნება დღევანდელი კონფერენციით.

„დიდგორის ბრძოლა მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიის გადააზრების თვალსაზრისით და დღევანდელი თვითმყოფადობის, თითოეული ჩვენი მოქალაქის პერსონალურ დონეზე თვითშეფასების ამაღლებისთვის და კიდევ ერთხელ შესახსენებლად, თუ საიდან მოვდივართ, სად არის ჩვენი ფესვები“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

„900 წლის შემდეგ ქართველი ერი აღნიშნავს დიდგორის გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ისტორიკოსებმა და საზოგადოებამ ამ სამეცნიერო კონფერენციის სახით აღნიშნა ეს გამარჯვება და ბევრი საინტერესო მოხსენება იქნება ამ ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი ჭეიშვილის თქმით, ორდღიანი კონფერენციის განმავლობაში, გარდა მოხსენებებისა, გაიმართება დისკუსიებიც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კონფერენციისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს დაღესტნელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა.

„ბოლო წლებში ბევრი მეცნიერი ცდილობს დაარწმუნოს ჩვენი ჩრდილო კავკასიელი ძმები, რომ ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოს შორის კავშირი იყო ეპიზოდური და სუსტი. თუმცა, ჩვენი დაღესტნელი კოლეგების მოხსენებები სხვა რეალობას წარმოაჩენს. მათი მოხსენებები ეხება ქრისტიანობის გავრცელებას და ქართული ანბანის ნიადაგზე დაღესტნული დამწერლობის შექმნის თემატიკას. დიდგორის ბრძოლისა და დავითის ეპოქის შესახებ ბევრია დაწერილი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი გააზრებული იყოს გლობალურ - ისტორიულ ჭრილში, ჩვენი კონფერენციაც აქეთკენ მიმართული ერთ-ერთი ნაბიჯია,“- აღნიშნა გიორგი ჭეიშვილმა.

კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, მაიამის უნივერსიტეტის (აშშ), ტოკიოს მეტროპოლიის უნივერსიტეტის (იაპონია), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი), დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი), ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) , ლილისა და გრანადის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) და სხვა წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

კონფერენცია თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის, რომის საპიენცას უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ევროპული აკადემიისა და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ორგანიზებით ტარდება.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.