მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წვიმა, ელჭექი, ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ამინდი თბილისში 👇

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +39 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +26 გრადუსია მოსალოდნელი.