სხვადასხვა

„თუ საქმის კეთება გინდოდათ, 7 თვის წინ უნდა დაგეწყოთ“ - დავით ჩიხელიძე „ნაციონალურ მოძრაობას“

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
1623263069
დაკოპირებულია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, დიახ, ჩვენ ფურთხის ღირსნი ვართ! ცალსახად მისასალმებელია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, მაგრამ მათ ამით გვაჩვენეს, რომ არათანმიმდევრული, არასახელმწიფოებრივი უპრინციპო ბრბოა და არა ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანება,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას.

„ალბათ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახსოვთ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ დაუშვებელია პარლამენტში შესვლა და ყველას ვინც პარლამენტში შევა, ქართველი ხალხი სახეში შეაფურთხებს. განცხადებიდან ჩანს, რომ სააკაშვილის ქართველი ადამიანი ისევე ამორალური ჰგონია, როგორც თვითონაა. აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც დაეთანხმნენ და განსხვავებული აზრი არავის გამოუთქვამს, ეს იყო წარსულში, დღეს კი ისინი პარლამენტში არიან. დასაწყისში აღვნიშნე, რომ ზნეობრივად ქართველი ადამიანი მათზე მაღლა დგას.

რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოექცევიან არა ისე როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე როგორც ამას ქართული საზოგადოება იმსახურებს. აღნიშნული ფრაზის სისწორე დღეს კიდევ ერთხელ გამახსენდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რომ ფურთხს არ იღებს არა მათი, არამედ ქართული საზოგადოების მაღალი ზნეობრივი მდგომარეობის დამსახურებაა!

ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემდეგ ყველაზე მეტად ერთი განცხადება დამამახსოვრდა, რომელიც გოცირიძემ გააკეთე, „ჩვენ პარლამენტში საქმის საკეთებლად შევედით“. ბატონებო, თუ საქმის კეთება გინდოდათ, აქამდე სად იყავით? 7 თვე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდით, რითაც დააზიანეთ სახელმწიფოს ინტერესები. დღეს კი საქმის კეთებაზე მესაუბრებით. არ მჯერა თქვენი გულწრფელობის, რადგან თუ საქმის კეთება გინდოდათ, 7 თვის წინ უნდა დაგეწყოთ. თქვენ კი 7 თვის წინ სახელმწიფოს ნგრევის მცდელობა გქონდეთ და არა აღმშენებლობის!“ - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკის ეზოში, გარე სივრცეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

1624443563

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს თუ რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე.

1624443286

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

1624442391

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624441048
ლელოს ლიდერი

„თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშ...

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებე...

საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემები წესრიგდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი რუსეთმა შეაჩერ...

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად შეჩერდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.