სხვადასხვა

უჩა სეთური: არასწორი, თავის ინტერესებზე მორგებული მონოპოლისტების ტიპური განცხადებები აქვთ დიდ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიის მიმართ

მცირე და საშუალო
ოპერატორების ასოციაციის
ხელმძღვანელი უჩა სეთური
მთავრობის მიერ
პარლამენტში ინიცირებულ
„ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“
კანონპროექტს
გამოეხმაურა.
1614613372
დაკოპირებულია

„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.

მისი განცხადებით, კომუნიკაციების კომისია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე მონოპოლისტი კომპანიების მფლობელებს არ მოსწონთ. ამასთან უჩა სეთური აცხადებს, რომ კომისიის თანამშრომლების კომისიის წევრებად არჩევა მისასალმებელი ფაქტია, ვინაიდან აღნიშნული აჩვენებს, რომ კომისიის წევრობის კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით აღარ ირჩევა და მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმია.

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები არ მოსწონთ, რადგან მონოპოლისტები ვეღარ იქნებიან და ამას აპროტესტებენ რეალურად. მივესალმებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უმთავრესად მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ბაზარი იყოს დაცული მონოპოლისტების თავნებობისგან. აბსოლუტურად სუბიექტური და არასწორი, თავის ინტერესებზე მორგებული მონოპოლისტების ტიპური განცხადებები აქვთ დიდ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიის მიმართ, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ“,- აცხადებს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე უჩა სეთური.

მისივე განცხადებით, მისასალმებელია, რომ წევრობის კანდიდატები კომისიის თანამშრომლები არიან, რადგან მათ აქვთ დიდი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ზუსტად იციან ბაზრის გამოწვევები. რაც მთავარია, პროცესი არის ჯანსაღი, ვინაიდან კანდიდატები პროფესიული ნიშნით შეარჩიეს და არა პოლიტიკურით.

„მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც ამის წინააღმდეგია, როდესაც თანამშრომლები გადიან კომისიის წევრობის კანდიდატებად ეს იმის ნიშანია, რომ რეალურად აქვთ ადამიანებს, პროფესიონალებს შანსი კომისიის შიგნით გაიზარდონ და გახდნენ კომისიის წევრები. სხვა შემთხვევაში, როცა საუბარია არადემოკრატიულ ქვეყნებზე, კომისიის წევრობა არის ხოლმე პოლიტიკური ვაჭრობის და პოლიტიკური თანამდებობის პირების დასაქმების საგანი. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი, რომელიც იქ გაიზარდა, რომელმაც იცის ყველა დეტალი, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია, ადმინისტრაციული ცნობიერება და მეხსიერება და მას აქვს ის შესაძლებლობა, რომ გახდეს კომისიის წევრი, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია, ნებისმიერი ევროპულ-დემოკრატიული ქვეყანა ამ შემთხვევაში გვეტყვის ჩვენ, რომ ეს არის სწორი და კარგი პრაქტიკა და არა პირიქით“,- განაცხადა უჩა სეთურმა.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნეზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ათასი ადამიანი უნდა აიცრას“- განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

1620807363

თურქეთში ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა დაიწყეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პირს თუ ორჯერადად აქვს ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მას კოვიდპასპორტი ეკუთვნის. ინფორმაციას hurriyetdailynews-ი ავრცელებს.

1620806613

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.

1620805646

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი დააკავეს. პოლიცია მათ აფეთქებებთან და ხანძრის გაჩენასთან აკავშირებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620804503
შინაგან საქმეთა
სამინისტრომ კოვიდ-19-ის
წინააღმდეგ ბრძოლის
მიზნით მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 1103
ფაქტი გამოავლინა

პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1117...

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

1620800040
160 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 160 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირვ...

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.