მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უცხოური მედია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - KIU

ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ბლოგი 1828, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სიახლეებს აშუქებს და საერთაშორისო და ადგილობრივ სიახლეებს ფარავს, ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებზე სტატიას აქვეყნებს და წარმატებულ მაგალითად საქართველოში გახსნილი ახალი უნივერსიტეტი მოჰყავს.

პუბლიკაციის ავტორი, განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, უილ უოლტერი საკუთარ ბლოგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე საუბრობს და იმ ახალ შესაძლებლობებს განიხილავს, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

განათლების ექსპერტი იმ სირთულეებს მიმოიხილავს, რომლებიც უმაღლესი განათლების კუთხით შეიქმნა ბრიტანეთში ბრექსიტის, კოვიდისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ავტორი დეტალურად აღწერს ბრიტანეთში შექმნილ სიტუაციას და ხაზს უსვამ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა.

განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გეგმავდნენ.