სხვადასხვა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა მაუწყებლობის ფინანსურ გამჭვირვალობაზე უნდა შესრულდეს

კომუნიკაციების კომისიის
ლოგო
1623319391
დაკოპირებულია

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ სრულ შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის სარჩელი, რომლის მიხედვითაც „მთავარი არხის“ ახლანდელი მენეჯმენტი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. არცერთი ინსტანციის სასამართლომ მაუწყებლების მოთხოვნა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლები არა მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონით, არამედ ამჯერად უკვე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არიან ვალდებულნი შეავსონ კომუნიკაციების კომისიის მიერ დამტკიცებული ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ფორმები.

შეგახსენებთ, რომ მაუწყებლების დიდი ნაწილი მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოთხოვნებს არ ასრულებდნენ, ვინაიდან მათ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წლების განმავლობაში სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდათ გასაჩივრებული.

იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მაუწყებლები კანონის მოთხოვნას არ ასრულებდნენ საქართველო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017, 2018 და 2019 წლების ანგარიშებში ქვეყანას კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მთავარი მიზანი, მაყურებლების ინფორმირება იყო, იმისთვის, რომ საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ. კერძოდ, იმის შესახებ რამდენად ახდენს მაუწყებლების დაფინანსების წყაროები, მათ შორის კომერციული დაფინანსების წყარო სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით, იაგო წიკლაურს და ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით, ქეთევან თათოშვილს შეხვდა.

1624448984

იაპონიის მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ყოველწლიური სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიები საშუალებას აძლევენ თავიანთ თანამშრომლებს კვირაში 5-ის ნაცვლად, 4 დღე იმუშაონ.

1624448842

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

1624447737

გერმანიის საქსონიის მხარეში 20 კვირამდე ორსული ქალების კოვიდვაქცინაცია დაუშვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624447294
თბილისის მერმა სამგორში
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი
დაათვალიერა

თბილისის მერმა სამგორში ახალი საბავშვო ბაგა-ბ...

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არ...

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს თუ რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე.

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

Audi 2033 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს...

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.