სხვადასხვა

ვაქცინაციის გეგმა, მოლაპარაკებები ოპოზიციაში - 15 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური
1610739080
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შეიქმნას, 60% უნდა აიცრას.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 18 წლამდე მოსახლეობის აცრა არ იგეგმება, რადგან ამისთვის კვლევა არ არსებობს.

„როგორც კი „კოვაქსი“ დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვაქსზე“ არიან გაერთიანებული, შესაბამისად ყველა ქვეყანას თანდათანობით მიაწვდის წლის განმავლობაში 20%-ს საჭირო ვაქცინებისა. ჩვენთვის დათვლილია 700 ათასი ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა.

⏩„მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას“ - გამყრელიძე

⏩ გიორგი გახარია: საქართველოს ექნება ყველა ხარისხიანი და ავტორიზებული ვაქცინა

⏩„ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ მოხუცების გარდაცვალების შემთხვევა შესწავლის პროცესშია“ - ამირან გამყრელიძე

დღის პერსონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს კოვიდვაქცინაციის გეგმა უკვე აქვს.

როგორც გამყრელიძემ კოვიდვაქცინაციის დანერგვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პლატფორმა „კოვაქსი“ გარანტიას იძლევა და საქართველოს უკვე პირველადი შენატანი გაკეთებული აქვს.

„საქართველომ კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მუშაობა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. როდესაც პირველი კომუნიკაციები მოხდა ახლადშექმნილ „კოვაქს“ პლატფორმაზე.

ოფიციალურად საქართველომ თანხმობა განაცხადა ამ პლატფორმაზე და გააფორმა ხელშეკრულება „კოვაქს“ პლატფორმასთან.

ვაქცინაცია კოვიდის პანდემიის პერიოდში გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ორიდან, რომ პანდემია დასრულდეს. ორს როცა ვასახელებთ ერთი არის ვაქცინა და მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, მოსახლეობის დაახლოებით 60% რომ შეიქმნას გაჯერებული იმუნური ფენა და მეორე გახლავთ ახალი ტიპის ანტივირუსული წამლები, ისინი აქტიურად ჩნდება ბაზარზე.

დღის ფრაზები

ზურაბ ჯაფარიძე:

ამ პარლამენტს არაფერი ეშველება.

ეკა ბესელია:

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კალაძე დარჩება კობახიძის პარტიის გენერალურ მდივნად? პარტიულად მის ქვეშ იქნება? არ იქნება. ამიტომ მანდ აუცილებლად ცვლილება მოხდება.

ვახო მეგრელიშვილი:

ოპოზიციაში ძალიან მნიშვნელოვანია თანხმობა იყოს და ერთმანეთს არ ვეჩხუბებოდეთ. იდეაში ჩვენი წინადადებაა, „მოდით დავლაგდეთ ახლიდან.

დღის კარგი ამბავი

სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსულმანი მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა.

მხარეებს შორის შეხვედრას, რომელიც კამერების წინ გაიმართა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, სოფელში ორი რელიგიის მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

მოლაპარაკებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუსლიმი თემის წევრები ლოცვას მათ მიერ შეძენილ სახლში შეუფერხებლად გააგრძელებენ. შეხვედრის დასრულებისას მხარეთა წარმომადგენლებმა ერთმანეთს შერიგების ნიშნად, ხელი ჩამოართვეს.

დღის ცუდი ამბავი

პოლიციამ თბილისში 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დღის უცხოური ამბავი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ უწოდა. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.

პროექტის მოცულობა 1,9 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მასში მოსახლეობისთვის პირდაპირი ფულადი დახმარება, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერა და ვაქცინაციის ხარჯები შედის.

ბაიდენის განცხადებით, ფსონი საკმაოდ მაღალია, ეს ერის ჯანმრთელობაა. „საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება, მიღებული მოგება დანახარჯებს მომავალში ბევრად აღემატება. ეს ინვესტიციები ახალი სამუშაო ადგილების სახით დაგვიბრუნდება, რაც გრძელვადიან ეკონომიკურ ზარალს თავიდან აგვაცილებს. ამ კრიზისულ სიტუაციაში უმოქმედობა დაუშვებელია“ - განაცხადა ბაიდენმა.

დღის ფოტო

ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე სოფელ ბუკნარში მოსახლეობის შერიგების შემდეგ.

დღის ვიდეო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

1614349966

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია. 

1614349168

თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.

1614349136

წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.

1614348294
კარავი

აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე...

ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.

ალიევი: საქართველოს შეუძლია ყარაბაღის აღ...

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტ...

იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.