მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის გეგმის განხილვა, უთანხმოება ოპოზიციაში - 19 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით.

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობებს, ასევე მარეგულირებელ გარემოს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, რადგან გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

⏩„ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს“ - ომბუდსმენი

⏩ სებასტიან მოლინეუსი: ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობის შეფასება უნდა მოხდეს

დღის პერსონა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არის პარტიების ერთი ნაწილი, რომელსაც მმართველ გუნდთან შეთანხმება უნდა, ხოლო მეორე ნაწილს შეთანხმების მიღწევა არ სურს.

როგორც ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნების“ წინადადება მასთან ბადრი ჯაფარიძის გავლით მოდიოდა.

ამასთან, ხვიჩიას განცხადებით, მისთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა, რომ შეთანხმება პოლიტიკურად არ აწყობდათ.

მისივე თქმით, შეთანხმება უნდა ვაშაძის პარტიას, „ლელოს“, მაგრამ შეთანხმება არ უნდა „ევროპულ საქართველოს“.

„ჩვენი სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურაბ ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის არის ცნობილი მაგ პერიოდში თუ რამე კონტაქტი არსებობდა, არსებობდა „ოცნებასა“ და ჯაფარიძეს შორის.

დღის ფრაზები

გიგი უგულავა:

ეს ადამიანები გადავიდნენ წითელ ხაზს მიღმა, ახმოვანებენ კობახიძეს და ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ იმის წარმოჩენაში, თითქოს ოპოზიციაში მონასტერია არეული. მონასტერი არ არეულა, ესენი არიან გზააბნეული ადამიანები და ჩემთვის ოპოზიციას აღარ წარმოადგენენ.

ნიკა მელია:

„ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაციამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა ფორმები მიიღო ყველასთვის. არ მინდა, რომ ასეთი ურთიერთობების გამღვივებელი გავხდე, პირიქით, ვცდილობ რაღაცნაირად ყველანი დავშოშმინდეთ და მოვექცეთ ნორმალურ კალაპოტში.

ვახო მეგრელიშვილი:

ჩვენ ვთამაშობთ ჩვენს თამაშს, ელისაშვილი არ ვიცი ვის თამაშს თამაშობს საკუთარს თუ სხვისას, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს მე რაც მინდა ის უნდა მივიღო.

დღის კარგი ამბავი

pia.ge გთავაზობთ 20-31 იანვრის ჩათვლით დაგეგმილ რეისებს. ინფორმაცია მოძიებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

20 იანვარი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
✈️თბილისი-ბერლინი-თბილისი - ჯორჯიან ეარვეისი - 10:30 19:00
✈️პარიზი-თბილისი-პარიზი - ეარ ფრანსი - 20:15 08:55 + 1

იანვრის ავიარეისბის სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

დღის ცუდი ამბავი

დმანისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლნენ. მძღოლმა (ბიჭმა) საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის უცხოური ამბავი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც 20 იანვრიდან ოფიციალურად გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, იმიგრაციის შესახებ მასშტაბური საკანონმდებლო აქტის გამოცემას გეგმავს. ამით ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააუქმებს. ინფორმაციას nbcdfw.com ავრცელებს.

ბაიდენის ამ ინიციატივის შემდეგ აშშ-ის მოქალაქეობის მიღება 8 წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. დღევანდელი კანონმდებლობით ამისთვის ადამიანი აშშ-ის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს. ჯო ბაიდენის აქტის განხორციელების შემთხვევაში აშშ-ის მოქალაქეობას დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი მიღებს.

საიმიგრაციო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ჯოზეფ ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ტრამპის მიერ ამ მხრივ მიღებულ შეზღუდვებს ბაიდენი „ამერიკულ ფასეულობებზე თავდასხმას“ უწოდებდა

ბაიდენის ამ ინიციატივის მიხედვით, აშშ-ში სტატუსის გარეშე მცხოვრები პირი 5 წლის შემდეგ დროებითი ბინადრობის უფლებას იღებს, ხოლო კიდევ 3 წლის შემდეგ კი უფლება ექნება აშშ-ის მოქალაქე გახდეს.

დღის ფოტო

განბანვის რიტუალი ახალციხეში. ფოტო: tv9news

დღის ვიდეო

დიდთოვლობის გამო იაპონიაში 130 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი.