სხვადასხვა

ვლადიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში - 19 ივლისის დღიური

დღიური
1626724416
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართა

ბათუმში კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართა, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა.

ღონისძიება გახსნა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ამასთან, გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვლიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიიდან გამომდინარე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს არ გაიმართა, მიმდინარე წელს იგი ჰიბრიდული ფორმატში ტარდება, 2019 წელს კი ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსების ათი წლისთავს მიეძღვნა.

დღის პერსონა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საქართველოში და ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ენგურის ხიდისკენ გაემგზავრა.

„საოკუპაციო ხაზზე მისი ვიზიტი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რაც საქართველოს და უკრაინას გააჩნია რუსეთის აგრესიაზე. ორივე მხარეს აქვს ერთნაირი გამოწვევები - ეს არის რუსეთიდან მომდინარე აგრესია. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე არის იმის ხაზგასმა, რომ ორივე ქვეყნის მთავარი პრობლემა დღესდღეობით რუსეთის ოკუპაციაა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

იხილეთ აგრეთვე:

„თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია - ეს არის ჩვენი ფასეულობები, სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის“ - ვლადიმირ ზელენსკი

✅ზელენსკი მეზღვაურების გათავისუფლებაზე: მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის

✅„ზელენსკის ენგურის ხიდზე მისვლა ნამდვილად დასაფასებელია, უკრაინა ისევეა დაზარალებული რუსეთისგან, როგორც საქართველო“ - პაატა ზაქარეიშვილი

დღის ფრაზები

სალომე ზურაბიშვილი:

„ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის“.

შარლ მიშელი:

„ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს“.

ვლადიმირ ზელენსკი:

„უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას აერთიანებთ სამიზნე წერტილი, რომელიც მიღწევადია“.

ირაკლი ღარიბაშვილი:

„2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისთვის ვემზადებით“ .

„შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიკურ, რეგიონულ წინა ხაზზე“

ალეკო ელისაშვილი:

„პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, ამოიჩარა ეს თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით“.

ნათია თურნავა:

„ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს“

დღის კარგი ამბავი

„ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს“ - ნათია თურნავა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავის შეფასებაში, პრაქტიკულად, გააორმაგა 2021 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა - 7.7%, რამაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, უკვე წელს საკმაოდ საგრძნობლად, მილიარდზე მეტით გაგვეზარდა მიმდინარე ბიუჯეტი, რაც დამატებითი რესურსია ჩვენი სხვადასხვა პროგრამისთვის, სოციალური ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ე.წ. „მეოთხე მუხლის კონსულტაციების მისიის“ დასრულებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გაჯანსაღების ტენდენციას, რომელსაც აღნიშნავს სავალუტო ფონდი, ჩვენც ყოველთვე ვხედავთ, განსაკუთრებით აპრილიდან მოყოლებული, როდესაც ეკონომიკური ზრდის იმდენად მაღალი პოზიტიური დინამიკაა თვიდან თვემდე, რომ ის აჭარბებს არამარტო 2020 წელს, არამედ 2019 წელსაც“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ბრიფინგში აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა და ფონდის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მისიის ხელმძღვანელმა მუსტაფა საიდმა ონლაინ მიიღეს მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, მის ახალ ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს გაწეული საქმიანობისა და საქართველოს ეკონომიკური ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების დადებითი შეფასებისთვის.

„ეს არის დადებითი შეფასება ჩვენი ეკონომიკური გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის, მიმდინარე რეფორმების. სწორედ ამ შეფასებას, ამ რეფორმებს, ამ ძალისხმევას ეყრდნობა სავალუტო ფონდი, როდესაც აღნიშნავს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციებს, მიმდინარე პანდემიის მიუხედავად,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა 2021 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტი არა მხოლოდ წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 30.1 პროცენტი შეადგინა, არამედ მან 2019 წლის ივნისში, ანუ პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემს 12.5%-ით გადააჭარბა. ნათია თურნავას განცხადებით, ექსპორტის მსგავსი დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე.

„ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის მყარ არგუმენტს, რომ ნამდვილად ველოდოთ ძალიან სერიოზულ გაჯანსაღებას. ასევე სრულ თანხვედრაშია სავალუტო ფონდისა და ჩვენი ხედვა იმ რეფორმების მიმართ, რომელთაც უკვე ვახორციელებთ, ან მომავალში ვგეგმავთ.

ესენია, კაპიტალის ბაზრის რეფორმა; სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; ენერგეტიკის სექტორის რეფორმა და ბევრი სხვა ახალი მიმართულება, რომელიც შექმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ბოლო ხანს ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ფონდის რელიზის თანახმად, ყოველთვიური შეფასებითი მაჩვენებლები 2021 წლის მეორე კვარტალში სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც 2020 წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს.

„ეს მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, იმასთან შედარებით, რასაც რამდენიმე თვის წინ ველოდით და გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამოშვება 2021 წელს 2019 წლის დონეს გადააჭარბებს,“ - აღნიშნულია ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„ეკონომიკის აღმავლობა დაიწყო“

👉 ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი, მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 388 329-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 566 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,66%, ბოლო 14 დღის - 4,6%, ბოლო 7 დღის - 4,92%-ია.

ისილეთ აგრეთვე:

✅„საქართველო Financial Times-ის სტატიაში მოხვდა, სადაც აცრების დაბალი მოცვის გამო, დელტა შტამი სწრაფად იკიდებს ფეხს“ - ზაზა წერეთელი

დღის უცხოური ამბავი

მუმბაიში წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა, მეწყრები და სახლების ჩამონგრევა გამოიწვია. ასევე ადგილი ჰქონდა დენით დაღუპვის შემთხვევებს, რადგანაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინდოეთში ივლის-სექტემბერში წვიმების სეზონია. ამ დროს სტიქიურ უბედურებას ყოველწლიურად ასობით ადამიანი ეწირება.

დღის ფოტო

ჩვენი მურა დათვები მხიარულად ატარებენ დროს

საქართველო, ბაწარა - ბაბანეურის დაცული ტერიტორია

დღის ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით: როდის გადადგებით?

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.