სხვადასხვა

ზონალურ-საათობრივი პარკინგის ფასები ქუჩების მიხედვით განსხვავებული იქნება

ზონალურ საათობრივი
პარკირება
1617781626
დაკოპირებულია

პირველი მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი თვის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე დაგეგმილი ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ, ასევე, მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება.

„პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე. პირველ მაისამდე მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში, ასევე, იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ინერგება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება უფასოა. ასევე, უფასოა ელექტრომობილებისთვის. მათ ქალაქის სხვადასხვა წერტილში შეუძლიათ გამოიყენონ ეს კონკრეტული საპარკინგე სივრცეები.

გარდა ამისა, უფასოა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და შშმ პირებისთვის, რომელთათვისაც სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი. პირველი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საფასური იქნება საათი - ერთი ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება.

„ზოგადად, ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებზე და ეს მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ეს მოხდება ეტაპობრივად, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და მეტი ხელმისაწვდომობა იყოს ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ტარიფებიც რაიონების და ქუჩების მიხედვით განხვავებული იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისში დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, აღნიშნული ცვლილებით კი, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება.

იხილეთ აგრეთვე:

✅თბილისის მოსახლეობას 1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება

✅კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და ლარი 3.4432 შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4235 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 1.97 თეთრი შეადგინა.

1618405479

„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

1618405298

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

1618405115

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

1618405105
აქცია ნამახვანჰესის
წინააღმდეგ

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.

გახარიას გუნდის უმარტივესი გამოწვევა - თ...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გახარია ივანიშვილის პროექტია“ - თინა ბო...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მმართველი გუნდიდან დეპუტატების წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის.

თუ მოწერელიას, კერესელიძეს, ხოჯევანიშვილ...

„დღეს სრულიად სამართლიანად ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასულ მაჟორიტარებს აქვთ „შანსი“ კიდევ ერთხელ მოუსმინონ ხალხს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მმართველი გუნდის იმ 6 დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს.