ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ. მერის ინფორმაციით, ზუგდიდში წლის ბოლომდე ჯამში 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა იქნება, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
,,ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ვაგრძელებთ. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის სამუშაო, რომელიც დაწყებულია და ჯამში გვექნება 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა.“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა. შამგონაში ნაფატუს უბანში მისასვლელი გზა. ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ხეცერაში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე საავტომობილო გზა. ალერტკარში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზა. ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზა. საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე განახლდა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე.
ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.
აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ჩაკ შუმერს სიტყვები აერია და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეებს „ერექციისკენ“ (erection) მოუწოდებდა, თუმცა სენატორმა მაშინვე შეცდომა გამოასწორა. მას უნდა ეთქვა, რომ ტრამპი ხალხს „ამბოხებისკენ“ (insurrection) მოუწოდებდა. ამის შესახებ thewrap.com იუწყება.
კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ისრაელი, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბენ გურიონის აეროპორტს სრულად ხურავს იანვრის ბოლომდე, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.
რუსთაველის გამზირზე, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო „სეირნობას“ მართავენ.
სასამართლომ კახეთში, სოფელ კისისხევში 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.