მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 წელი კაჩინსკისა და მისი მთავრობის დაღუპვიდან რუსეთში – ეჭვები არ განელებულა

კაჩინსკის მკვლელობა

პოლონეთის პრეზიდენტ, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფიდან 10 წელი გავიდა. 2010 წლის 10 აპრილს, რუსეთის ტერიტორიაზე სმოლენსკში, საეჭვო ვითარებაში ჩამოვარდა თვითმფრინავი, ბორტზე მყოფი ყველა 96-ვე ადმიანი ადგილზე გარდაიცვალა.

პრეზიდენტი მეუღლესთან და დელაგაციის 88 სხვა წევრთან ერთად სმოლენსკში, 1940 НКВД-ს მიერ დახვრეტილ 21 857 ოფიცრის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მიემართებოდა, თუმცა რეისმა საბოლოო დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია.

რუსეთი მიერ გაჟღერებული ოფიციალური ვერსიის, სადაც პილოტისა და დისპეტჩერების ბრალეულობაზე იყო ხაზი გასმული როგორც პოლონეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ ბევრმა ეჭვი შეიტანა და მომხდარში პირდაპირ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაადანაშაულა.

კრემლს პასუხსიმგებლობის აღება არ სურს, ისევე როგორც დღემდე უარყოფს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას, მაშინ 2014 წლის 17 ივლისს, დანაშაულს 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნიდერლანდებში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი უკრრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსული ბუკით იქნა ჩამოგდებული.

ლეხ კაჩინსკი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას აქტიურად უჭერდა მხარს. 2008 წლის აგვისტოში თბილისში 6 ქვეყნის ლიდერიც მისი ინიციატივით ჩამოვიდა. გარდაცვალების შემდეგ ლეხ კაჩინსკის ე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.