უკრაინაში გასული დღე- ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 19 230-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 564-მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, უკრაინაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექცია 5955-მა ადამიანმა დაამარცხა.
ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.